მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ბოლომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში 15 100 შესყიდვა გამოცხადდა. ამ ტენდერებიდან 1 941 არ შედგა, 991 დასრულდა უარყოფითი შედეგით, 10 318 შესყიდვაზე ხელშეკრულება დადებულია, დარჩენილი ტენდერები კი შესყიდვის სხვადასხვა ეტაპზეა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის შვიდ თვეში კომპანიებთან დადებული შეთანხმებებიდან 45 შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ განხორციელდა და ხელშეკრულება გაუქმდა.
„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, შვიდ თვეში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ კომპანიებთან გაფორმებული შეუსრულებელი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 3.9 მილიონ ლარს აჭარბებდა.
ნახეთ სხვა მსხვილი სახელმწიფო შესყიდვები, რომლებიც კომპანიებმა ვერ/არ შეასრულეს.