„მაქსიმალურად უნდა მოერიდოს მომხმარებელი გზის პირას განთავსებული ხილ-ბოსტნეულის ყიდვას“, – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ხილ-ბოსტნეულის შერჩევის წესებზე საუბრისას „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს.
მისი განმარტებით, ავტომობილების გამონაბოლქვი შეიცავს ტყვიას, რომელიც შესაძლოა, გზის პირას სარეალიზაციოდ გამოტანილმა ხილმა და ბოსტნეულმა „აითვისოს“, ეს კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
„ეს ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია“
გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ხილ-ბოსტნეულის შერჩევისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქტის ვიზუალს.
„ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის ვიზუალური და ორგანული მდგომარეობა. უნდა გავარკვიოთ, ხომ არ არის დაზიანებული, სიდამპლე ხომ არ აქვს დაწყებული და განაგრძეთ კითხვა