გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგებს აქვეყნებს:
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.










