„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარუდგინა.
უკვე ოფიციალურ ცნობილია ვინ იქნებიან “ქართული ოცნების”მერობის კანდიდატები იმერეთის მუნიციპალიტეტებში.
ქუთაისში: დავით ერემეიშვილი
საჩხერეში: ლევან ივანაშვილი
ჭიათურაში: გივი მოდებაძე
ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი
თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე
ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი
სამტრედიაში: დავით ბახტაძე
ხონში: ლადო ჯურხაძე
წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე
ბაღდათში მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ნოდარ გიორგიძე;
ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე;
ტყიბულში – დავით კუბლაშვილი
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით – 63 მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეულად მაღალი ნდობით საზოგადოებაში. ეს არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული თანამშრომლის დამსახურება. ამისათვის, ყველა მათგანს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობას კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ მოსახლეობას. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.