“ქართულმა ოცნებამ” ქუთაისში მერობის კანდიდატის, დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მერობის კანდიდატებს რეგიონეში, ოფიციალურად, მომავალ კვირას წარადგენენ.
დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებს. ის ამ თანამდებობას მას შემდეგ იკავებს რაც, იოსებ ხახალეიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თანამდებობა დატოვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 17 პარტია დარეგისტრირდა, მათ შორის არიან ,,ლელოსა” და ,,გახარია საქართველოს” პარტიები. საქართველოში 8 ოპოზიციური გაერთიანება ადგილოვრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიციის დიდი ნაწილი და სამოქალაქო სექტორი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხივს, ამ მოთხოვნით 250 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.
პარტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დარეგისტრირდნენ.