LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

დღეს წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

დაპოსტა 2025/08/09-ში
A A
151
ნახვა
გაზიარება

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის ხატი. იგი ოცდაცხრა წლისა აღესრულა, საშინელი ტანჯვისა და გვემის დათმენის შემდეგ. 29 წელს იცხოვრა მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ სწორედ ამ ცხოვრების გამო დაიმსახურა უფლისაგან სასწაულმოქმედების ნიჭი და სახელი „პანტელეიმონ“, რაც ქართულად გამოითარგმანება, როგორც „ყოვლად მოწყალე”.

 

წმინდანი კურნავდა ავადმყოფებს ქრისტეს სახელითა და თავისი სამედიცინო გამოცდილებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. უსინათლოებს მისი მკურნალობით თვალები ეხილებოდათ, ხეიბრები დადიოდნენ და ადიდებდნენ ქრისტეს. პანტელეიმონ მკურნალი ავადმყოფებს ქრისტიანობას უქადაგებდა, რის გამოც დასაჯეს და თავი მოჰკვეთეს.

 

წმინდა მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც სარწმუნოებით მოუხმობს მის სახელს.

 

მადრიდში, მაცხოვრის ფერისცვალების სამეფო მონასტერში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სიწმინდე – სისხლი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისა, რომელიც ყოველი წლის 27 ივლისს (ახლით 9 აგვისტო), მყარი მდგომარეობიდან კვლავ თხევად მდგომარეობას იღებს.

 

წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის უხრწნელი ნაწილები მთელს საქრისტიანოშია მიმოფანტული. წმინდა თავის ქალა ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

 

თბილისში ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში პატარა ეკლესიაა, სადაც წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ხატს მირონი სდის, რომლის ცხებითაც სასწაულებრივად განიკურნა უამრავი ადამიანი.

 

ლოცვა

 

„ჰოი, მკურნალო უვერცხლოო და ჩვენთა სალმობათა შემტყვებარო, წმიდაო დიდმოწამეო პანტელეიმონ, ლოცვითა შენითა მსწრაფლშეწევნადითა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი. მღვდელთა და დიაკონთა ღმრთისმსახურებისა სიყვარული მოჰმადლე, სამონაზნოთა წესთა მაცხოვნებელი მღვიძარებაი მოანიჭე და ყოველთა მართლმადიდებელთა ცხოველსმყოფელისა სიყვარულისა ბჭენი განუხვენ, რაითა სულიერსა სიმრთელესა კვალადგებულნი და ღმრთისა სასუფეველსა შეწყნარებულნი ჩვენცა შენ თანა ვადიდებდეთ არარაისაგან კაცთა არსად მომყვანებელსა ღმერთსა, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოვლინდა. უკანონო თევზჭერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაპის სახეობის 1...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

“დაიბადა ჯანმრთელი ბიჭუნა”- სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით – მშობიარობა მიიღო

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
“დაიბადა ჯანმრთელი ბიჭუნა”- სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით – მშობიარობა მიიღო
მთავარი

თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონი სახლში ამშობიარეს... ფეისბუქ გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ამის შესახებ პოსტს ავრცელებს:  "სასწრაფო დახმარება - იქ, სადაც სიცოცხლე იწყება!" თბილისის მე-11 რაიონული სამსახურის N1136 ბრიგადამ გამოძახება...

დაწვრილებითDetails

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
მთავარი

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მძიმე ტექნიკა ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ინტენსიურად მუშაობს. იწმინდება მდინარეების კალაპოტები და სანიაღვრე არხები. არამდგრადმა ამინდებმა, რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები...

დაწვრილებითDetails

14 აპრილი ქართული ენის დღეა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
14 აპრილი დედაენის დღეა
მთავარი

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის...

დაწვრილებითDetails

14 აპრილს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ამინდი

14 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +10 - წვიმა სოხუმი +11 - წვიმა ზუგდიდი +12 - წვიმა მესტია -1 - თოვლი ფოთი +12 - წვიმა ბათუმი +13 -...

დაწვრილებითDetails

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ის, რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, დღეს უკანა პლანზე გადაიწევს და უმნიშვნელო გახდება. რთული იქნება ემოციებთან გამკლავება. კურო პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და ცვლილებების დროა, შეგიძლიათ, დააჩქაროთ კიდეც ეს მოვლენები...

დაწვრილებითDetails

არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის-რომის პაპი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს
მთავარი

ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია, - ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა.   რომის პაპის...

დაწვრილებითDetails

“არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ტრამპის საგარეო პოლიტიკური გზავნილები და პირველი ბრძანებულებები
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვატიკანის მეთაური, პაპი ლევ XIV გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ სურს ასეთი ადამიანი კათოლიკური ეკლესიის სათავეში. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გაავრცელა.   ტრამპის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"