LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს

“ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო,  ქუთაისის აეროპორტს ფაქტობრივად დახურვა ემუქრება – გრიგოლ გეგელია

დაპოსტა 2025/08/05-ში
A A
304
ნახვა
გაზიარება

“ქართული ოცნება” ხელაღებით იბრძვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო,  ქუთაისის აეროპორტს ფაქტობრივად დახურვა ემუქრება.

პოლიტიკოსის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება  საბედისწერო დარტყმა იქნება ქუთაისის აეროპორტზე.

დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ხელაღებით იბრძვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ამის კიდევ ერთი დასტური არის ქუთაისის აეროპორტის ბედი, რომელსაც ფაქტობრივად დახურვა ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას არალეგიტიმური რეჟიმის მიერ გატარებული ანტი-დემოკრატიული პოლიტიკის გამო.  

ჩვენ გვახსოვს არაერთი მაგალითი, თუ როგორ გაძარცვა ამ ხელისუფლებამ ქუთაისი განვითარების შანსებისგან; ახლა კი ამავე ხელისუფლების პირობებში, ქუთაისი კარგავს იმ უმსხვილეს შემოსავლის წყაროს, რასაც წარმოადგენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 

რაც უარესია, ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ქუთაისის აეროპორტს მიღწეული აქვს ისტორიულად მაღალი, რეკორდული მაჩვენებლებისთვის.   

2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მცირედან საშუალო ზომის აეროპორტების სიაში გადაინაცვლა, ხოლო მგზავრთა ნაკადი 2019 წელთან შედარებით 171,8%-ითაა გაზრდილი. ამ მაჩვენებლით, ქუთაისის აეროპორტი სრულიად ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის რიგით მესამე ადგილზეა!  

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ამ აეროპორტის შემდგომ განვითარებაზე, მის ირგვლივ ლოჯისტიკური ჰაბის მოწყობაზე, რაზეც ლელო – ძლიერი საქართველო უკე 5 წელია საუბრობს, და რაც შექმნიდა ათასობით ახალ სამუშაო ადგილს ქუთაისში, დღეს ამ თვითმარქვია რეჟიმის პოლიტიკის გამო ქუთაისმა შესაძლოა დაკარგოს ეს ეკონომიკური ბერკეტიც, რადგან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება იქნება საბედისწერო დარტყმა ქუთაისის აეროპორტზე. დღეს თუ ქუთაისიდან 30-ზე მეტი პირდაპირი ფრენა სრულდება, აქედან 24 ევროპულია. 

უვიზო მიმოსვლის გაუქმება მილიონობით ქართველს დატოვებს იმ უნიკალური შანსის გარეშე, რასაც გულისხმობს ევროპის კონტინენტთან თავისუფალი მიმოსვლა! ხოლო კონკრეტულად ქუითაისის შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას, ჩვენს ეროვნულ ბიუჯეტში ნაკლები თანხის შესვლას და სერიოზულ დარტყმას ტურისტული სექტორისთვის. ამ კუთხით საკმარისია გავიხსენოთ ის, რომ მხოლოდ 2024 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მილიონამდე მგზავრი და 3 ატასამდე რეისი მიიღო, რაც წარმოადგენს ისტორიულ მაქსიმუმს! 

ეს არის არა აღსრულებული ქართული ოცნებების, არამედ ყალბი დაპირებების და განადგურებული პერსპექტივების ხელისუფლება! ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მოსპო ანაკლიის პროექტი,  გაანადგურა ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შესაძლებლობა, რითაც ზუგდიდის, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერცერთი დიდი ინვესტორი ვერ შემოიყვანა და ვერცერთი მეგაპროექტი ვერ შეასრულა!

ამავე დროს ეს არის ხელისუფლება, რომელიც სპობს იმასაც, რაც უკვე დახვდა და ასე მიადგა ხელისუფლების მავნე პოლიტიკა უკვე ქუთაისსაც, ათასობით სამუშაო ადგილს ქუთაისში, დიდძალ შემოსავას ეროვნულ ბიუჯეტში და რაც მთავარია თითოეული ქართველის ხელთ არსებულ შანსს, თავისუფლად იმგზავროს ევროპაში და ქონდეს სოციალური და ეკონომიკური კავშირები იმ სივრცესთან, რომლის ეკონომიკური ღირებულება 18 ტრილიონი ევროა და სადაც  450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

სწორედ ამიტომ, პროტესტით, ბრძოლით და საერთაშორისო ზეწოლით, ყველა პატრიოტმა ქართველმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ დასრულდეს ანტი-ქართული მმართველობა და ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში და საბოლოოდ, ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, ეროვნულ ხელისუფლებაში გვყავდეს პრო-ქართული, ადამიანის და განვითარების მხარეს მყოფი ხელისუფლება!”- თქვა გეგელიამ. 

გაზიარება122

დაკავშირებული -პოსტები

მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის. – ხარაგაულის მერია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის. – ხარაგაულის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ხარაგაულში მეწყული პროცესების შესახებ განცხადებას ავრცელებს მერია და აღნიშნავს რომ,  მთის ფერდობის დაშლის პროცესის ინტენსივობამ იმატა, რაც მდინარე ყარნებას ხეობის ჩაკეტვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში...

დაწვრილებითDetails

პა­ტა­რა ბი­ჭის ცხე­და­რი დას­ვე­ნე­ბუ­ლი იყო კორ­პუ­სის ეზო­ში – რას ყვებიან გორში დატრიალებულსტრაგედიაზე

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

გორ­ში, ცა­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში მო­ბი­ნად­რე­ებ­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი ნა­ხეს. კორ­პუს­ში მცხოვ­რებ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ახალ­გაზ­რდა ვერ ამო­იც­ნეს, შე­სა­ბა­მი­სად, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ ცხოვ­რობ­და. მომ­ხდარ ფაქ­ტზე...

დაწვრილებითDetails

გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს – გიორგი ახობაძე
მთავარი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც რამდენიმე წუთის წინ, დაკავებული ექიმი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო....

დაწვრილებითDetails

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
ცესკო – ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო აამაღლებს
არჩევნები

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო. „საარჩევნო ადმინისტრაცია, ბოლო...

დაწვრილებითDetails

გორში 20 წლის ბიჭი მოკლეს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გორში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მობინადრეებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ნახეს. კორპუსში მცხოვრებთა ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა ვერ ამოიცნეს, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები არ უნდა იყოს....

დაწვრილებითDetails

მუნიციპალური ავტობუსი და ცემენტმზიდი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
მუნიციპალური ავტობუსი და ცემენტმზიდი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი - თბილისის ავტობანზ. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსი და ცემენტმზიდი. დაშავებულია სავარაუდოდ, 5 ადამიანი, ადგილზე სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. წყარო: "ინფო რუსთავი"

დაწვრილებითDetails

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
2 მაისს ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება
მთავარი

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს მათ ტრანსპორტში სისუფთავე დაიცვან. კომპანია ასევე განმარტებას აკეთებეს, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდება. "შპს ‘’ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“...

დაწვრილებითDetails

მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ
მთავარი

მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისმის შეძახილები: „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „თავისუფლება...

დაწვრილებითDetails

ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს – 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
“მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ” – მზია ამაღლობელი მოსამართლეს
მთავარი

ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა - ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ 24 დიპლომატიური...

დაწვრილებითDetails

„სილა რეჟიმს“ – ფურცელი, რომელიც მზია ამაღლობელს სასამართლოს დატოვებისას ხელში ეჭირა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
„სილა რეჟიმს“ – ფურცელი, რომელიც მზია ამაღლობელს სასამართლოს დატოვებისას ხელში ეჭირა
მთავარი

„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებით, მზია ამაღლობელს სასამართლოს დატოვებისას ხელში ეჭირა ფურცელი, წარწერით: „სილა რეჟიმს“. როგორც თურაძემ აღნიშნა, არ შეიძლება სისტემა ადამიანებს ანადგურებდეს და სწირავდეს. „მე არ დამინახავს, მაგრამ როგორც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"