დაიღუპა ქართველი მეზღვაური, აჩი უსტიაშვილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ნეიტრალურ წყლებში მოხდა. უსტიაშვილი ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იყო დასაქმებული.
გარდაცვლილ მეზღვაურს მეგობრები, ახლობლები ემშვიდობებიან და მის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.
“ჩემო კეთილო მერხის მეგობარო, ძმაო, მეზობელო, არ ვიცი რა ვთქვა არ მჯერა, ვერ ვიჯერებ ასეთ საშინელ ამბავს.
ჩემს გულში მუდამ ცოცხალი ხარ იქნები და არასდროს დამავიწყდება ის მოკლე მოგონებები რაც გვაკავშირებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული ძმაო”, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.









