LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სენაკის მერმა თავისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის მამას 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა – TI

სენაკის მერმა თავისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის მამას 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა – TI

დაპოსტა 2025/07/29-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის მერმა თავისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის მამას 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2021 წლიდან დღემდე, შპს „აფომ“ სენაკის მერიისგან 5,293,214 ლარის ღირებულების 20 ტენდერი და 1,821,626 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ თითოეული შესყიდვა და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.

„შპს „აფოსთვის“, რომელსაც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ყოფილი ბიზნესპარტნიორის და მეგობრის, გიორგი აფაქიძის მამა, ამირან აფაქიძე ფლობს, ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სენაკის მერიაა. მხოლოდ ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, 2021 წლიდან დღემდე, შპს „აფომ“ სენაკის მერიისგან 5,293,214 ლარის ღირებულების 20 ტენდერი და 1,821,626 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

შპს „აფო“ 2014 წელს დაფუძნდა და მისი ერთადერთი მფლობელი და ხელმძღვანელია ამირან აფაქიძე. დაარსების დღიდან დღემდე კომპანია აქტიურად იმარჯვებს ტენდერებში. ამ პერიოდში მან ჯამში 13,060.144 ლარის ღირებულების 99 ტენდერი მოიგო, გარდა ამისა, 3,289,633 ლარის 42 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. მოგებული ტენდერებიდან შპს „აფოს“ 41-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 14 შესყიდვა კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

ამირან აფაქიძის შვილის, გიორგი აფაქიძის ბიზნესპარტნიორი იყო სენაკის დღევანდელი მერი, ვახტანგ გადელია. მათ 2017 წელს დააარსეს კომპანია “სამშენებლო ჯგუფი”. 2019 წელს ვახტანგ გადელიამ თავისი წილი უსასყიდლოდ გადასცა გიორგი აფაქიძეს და ამავდროულად შეიცვალა კომპანიის სახელიც – მას „ვერტისოლი“ ეწოდა. შპს „ვერტისოლიც“ აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში და შემსყიდველ ორგანიზაციებს ძირითადად ფარდა-ჟალუზებს აწვდის. 2018 წლიდან დღემდე კომპანიამ ჯამში 1,257,385 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო, ასევე მიიღო 265,557 ლარის ღირებულების 105 გამარტივებული შესყიდვაც. კომპანიის მფლობელი, გიორგი აფაქიძე ფიქსირდება პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც – 2025 წელს მან პარტია „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შესწირა.

ზემოაღნიშნული გარემოებები და შპს „აფოს“ პირდაპირი თუ ირიბი კავშირები სენაკის მერთან და „ქართულ ოცნებასთან“ აჩენს ეჭვებს სახელმწიფო შესყიდვებში მისი ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს. შესაბამისად მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ თითოეული შესყიდვა და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
ამ მორიგ გადაგდებას არ აიტანენ – პოლიტიკოსები ელჩების განცხადებაზე
მთავარი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით „სიღრმისეულ დიალოგზე“ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, დღეს ევროკავშირი და საქართველო ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად ხვდებიან, რაც საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას 13 ივნისამდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 13 ივნისამდე ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: ,,უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

“კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით „თუხთუხებს“, აქეთ ახალი სახეები”- ირაკლი ზარქუა

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
პრეზიდენტის ძმა ახალი ფენომენია ჩვენს პოლიტიკაში – ირაკლი ზარქუა
მთავარი

კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით „თუხთუხებს“, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ - სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, უბრალოდ, ზოგჯერ ვხალისობთ ხოლმე, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6593 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
ქუთაისიდან პრაღაში გაფრენილ თვითმფრინავს მეხი დაეცა
მთავარი

Wizz Air  ქუთაისი–ლიონის მიმართულებით ფრენებს წყვეტს.  ინფორმაცია „პრაიმტაიმს" ავიაკომპანიის წარმომადგენლობამ დაუდასტურა. გიზიარებთ სრულ განცხადებას: „Wizz Air ადასტურებს, რომ ქუთაისი–ლიონის მიმართულებით ფრენები 2026 წლის 22 ოქტომბრიდან შეჩერდება. ავიაკომპანია მუდმივად აკვირდება თავისი...

დაწვრილებითDetails

შსს „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის 17 პირი იმყოფება, რომელთა „სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო...

დაწვრილებითDetails

უმძიმესი ავარიისას გარდაცვლილი მეხუთე პირი მარიამ ქადაგიძეა

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
უმძიმესი ავარიისას გარდაცვლილი მეხუთე პირი მარიამ ქადაგიძეა
მთავარი

7 ივ­ნისს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ავ­ტო­მო­ბი­ლი სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და. ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ თბი­ლი­სი­დან ლი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 6 ადა­მი­ა­ნი იჯდა, სი­მაღ­ლი­დან...

დაწვრილებითDetails

ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს – საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს –  საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს პირველი არხი ეხმიანება 9 ივნისს პირდაპირ ეთერში „სიმღერის აკადემიის“ საკონცერტო ნომერთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის დროსაც პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილე შეუძლოდ გახდა. საქართველოს პირველი არხისთვის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"