26 ივლისს მართმადიდებლური ეკლესია გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მისი ხსენების დღის დაწესების მიზეზი XVIII საუკუნეში, 26 ივლისს, კონსტანტინოპოლში წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის აგება გახდა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინასწარმეტყველება, რომელიც მთავარანგელოზ გაბრიელს უკავშირდება დედამიწაზე ქრისტეს მოვლინების თარიღია. მან დანიელ წინასწარმეტყველს იესო ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი აუწყა.
მთავარანგელოზის ხსენების დღის აღსანიშნავად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.










