LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ სისხლიანი დაპირისპირებისას, ქურდების ჩარევით, კახა კალაძემ სძლია ოპონენტებს” – ლევან სანიკიძე

“როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ სისხლიანი დაპირისპირებისას, ქურდების ჩარევით, კახა კალაძემ სძლია ოპონენტებს” – ლევან სანიკიძე

დაპოსტა 2025/07/24-ში
A A
281
ნახვა
გაზიარება

4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილის მორიგი რუსული სპეცოპერაცია – როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ კახა კალაძის დაკარგვა ზედმეტი იქნებოდა იმიტომ, რომ მათ ერთდროულად დაკარგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი, თორნიკე რიჟვაძე, ზვიად ხარაზიშვილი და ჯერჯერობით, კახა კალაძის გადაგდება ბიძინას არ უნდა ნაგვის ყუთში. რამდენიმე თვე მისცემს შანს, რომ ისევ ფული აკეთოს თბილისის მერიაში, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძის დაყენებას შეეხებოდა.

როგორც სანიკიძემ განაცხადა, „ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებსა და დოღში ვინ გავა მეორე, მესამე, თუ პირველ ადგილზე მათ არ აინტერესებთ“.

„4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები. 4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილის მორიგი რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი არის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის შირმის შექმნა. ეს არის ერთადერთი მიზანი, რის გამოც ტარდება. ეს ლეგიტიმაცია არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების მერებისა და საკრებულოების დაკომპლექტებას, არამედ დაკავშირებულია იმასთან, რომ იქნება რამენაირად მათმა ე.წ. პრეზიდენტმა, მთავრობამ, ე.წ. პარლამენტმა მიიღოს მცირეოდენი ლეგიტიმაცია მაინც. დანარჩენი ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ რუსულ სპეცოპერაციაში, ვინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენთვის ნაკლებად რელევანტურია. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ სისხლიანი შიდა დაპირისპირებისას, ქუჩური გარჩევებისას, ქურდების ჩარევით, კახა კალაძემ მაინც სძლია დანარჩენ ოპონენტებს. ჩვენ გვქონდა დასაბუთებული ინფორმაცია, რომ სხვა რიგი კანდიდატებიც განიხილებოდნენ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ კახა კალაძის დაკარგვა ზედმეტი იქნებოდა იმიტომ, რომ მათ ერთდროულად დაკარგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი, თორნიკე რიჟვაძე, ზვიად ხარაზიშვილი და ჯერჯერობით, კახა კალაძის გადაგდება ბიძინას არ უნდა ნაგვის ყუთში. რამდენიმე თვე მისცემს შანს, რომ ისევ ფული აკეთოს თბილისის მერიაში. ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებსა და დოღში ვინ გავა მეორე, მესამე, თუ პირველ ადგილზე საერთოდ არ გვაინტერესებს“,- განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მონაწილეობას არჩევნებში, ლევან სანიკიძის თქმით, „ლელოს“ ამომრჩეველთა ბაზა მნიშვნელოვნად შემცირდება.

„სამწუხაროდ, გახარიას პარტიაზე არავითარი სენტიმენტი არ მაქვს, რაც უფრო მალე გაქრება პოლიტიკური ველიდან, ჩემთვის ნამდვილად არ იქნება გულსატკივარი. როდესაც ასე იქცევა ლიდერი და გარბის ქვეყნიდან, მის გუნდსაც ტოვებს მარტო და ბრიუსელს ასაღებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილად. რაც შეეხება „ლელოს“, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩეველთა ბაზა, რომელიც წინა არჩევნებზე, თუნდაც გაყალბების შედეგად, მას ჰყავდა, მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული“,- განაცხადა მან.

ამასთან, როგორც სანიკიძემ განმარტა, ამ და მომდევნო კვირაში ისინი სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებენ.

„ჩვენ ვიქნებით მთელი საქართველოს მასშტაბით. დაელოდეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდება ამ და შემდეგ კვირაში ჩვენს კამპანიასთან დაკავშირებით, როგორც დამოუკიდებლად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ისე რვიანის ფორმატის მხრიდანაც. ამავე დროს, ვიქნებით ძალიან აქტიურები სხვადასხვა სახის კამპანიის წარმოებაში. არ ვაპირებთ, მათ შორის, არც ადგილობრივი პრობლემების მიტოვებას და ამ თემის სხვისთვის გადაბარებას. ასევე, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ევროპის დედაქალაქებში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში იმისთვის, რომ ივანიშვილის გარემოცვის სანქცირება მოხდეს და ვერ მიიღოს ვერანაირი ფორმით ივანიშვილმა ლეგიტიმაცია.

ის, რომ ხელისუფლება ეძებს ლეგიტიმაციას და ის, რომ ყაველაშვილი ოცნებობს ოღონდ რომელიმე ოპოზიციონერმა მის სახელსა და გვარზე, ბლანკზე დაიტანოს შეწყალების თხოვნა და აღიაროს ის პრეზიდენტად, კიდევ ერთხელ მიუთითებს რა არის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანი. არ მგონია, რომ ამ სამარცხვინო კაპიტულანტური შეთავაზებით, რომელიმე ოპოზიციონერი მოთაფლოს. თუმცა კარგად ჩანს „ქართული ოცნების“ მძიმე ვითარება“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გარდა ამისა, სანიკიძემ საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამის არავითარი შანსი არ არსებობს“.

„როცა ევროკავშირში პირდაპირ მიმდინარეობს საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, როდესაც დღე-დღეზე ბრიტანული სანქციები უნდა დაუწესდეს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ეკონომიკურად და სოციალურად არის მომაკვდინებელი ხასიათის მატარებელი, შეუძლებელია აშშ-ს ჰქონდეს მისი პარტნიორებისგან განსხვავებული პოზიცია. მითუმეტეს, როცა ქვეყანას მართავს ე.წ. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ირანის მეჯლისზე ესწრებოდა სხდომას, სადაც ყვიროდნენ სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. ამის შესახებ გადასარევად არიან ინფორმირებულები და არავითარი შანსი „ქართული ოცნების“ არსებულ თუ შემდგომ ფორმაციას, არ აქვს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის“, – განაცხადა სანიკიძემ.

გაზიარება112

დაკავშირებული -პოსტები

“ვეთანხმები მეუფე იობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ხმა ღვთისა და ხმა ერისა ” – ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. ლევან ხაბეიშვილის...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე დაკავებული ყოფილი სამართალდამცავების ადვოკატი განცხადებას აკეთებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთ ბრალი ედებათ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკავებულებისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება არ იგეგმება , - ამის შესახებ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის...

დაწვრილებითDetails

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება
მთავარი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება და ძველი აღთქმიდან ისრაელის სოლომონ მეფის იგავს ციტირებს. გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: “ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა...

დაწვრილებითDetails

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი” – მეუფე ილარიონი

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი” – მეუფე ილარიონი
მთავარი

ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. გრიგოლ ხანძთელისა და ამბროსი ხელაიას მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ...

დაწვრილებითDetails

„მაინც არ ასცდებათ გისოსები!“- ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ნია იმნაძის სასამართლო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებულის მშობლების ჩვენება უდავოდ ცნეს. "დღეს, ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო ე.წ. "სექსუალური ძალადობის...

დაწვრილებითDetails

2027 წლისათვის პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს
მთავარი

2027 წლისათვის პარლამენტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით იზრდება - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტი, რომლის მოცულობა მომავალი წლისთვის 95 მილიონ 445 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, 98 მილიონ 445 ათასი ლარი იქნება....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 12 ნოემბრისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“თქვენ გოგლიმოგლს ჭამდით როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს”- მამა შიო უბილავა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“თქვენ გოგლიმოგლს ჭამდით როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს”- მამა შიო უბილავა
მთავარი

"თქვენ გოგლი-მოგლს ჭამდით, როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს"- ასე პაუხობს მამა შიო უბილავა მეუფე იობის კრიტიკოსებს "ბიძინას მონები რომ იყავით, ეგ ხომ აქამდე ყველამ იცოდა, მაგრამ ლოგიკისგან და რეალობისგან  შორს რომ...

დაწვრილებითDetails

ცნობილი ხდება, ხაშური-ოსიაურის გზაზე დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ცნობილი ხდება, ხაშური-ოსიაურის გზაზე დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა ხდება ცნობილი. ის დათი გელაშვილია. „უდიდესი ტრაგედია მთელი ბორჯომისთვის... უფალს ებარებოდე, დათი...“ - წერს დაღუპულის მეგობარი. ცნობისთვის, ხაშური-ოსიაურის გზაზე 2 ადამიანი დაიღუპა,...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს – ის ადგილზე გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,  შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"