LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე

“ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას, დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ – კაცი კაცია და ქალი ქალია” – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/07/18-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას. დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ – კაცი კაცია და ქალი ქალია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი მკვეთრად დეგრადირდა და განსხვავებულ აზრს დევნის, რაც ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვასა და ინკვიზიციას ახსენებს.

„როდესაც ევროკავშირი გვთხოვს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად, მახსენდება ევროპის შუა საუკუნეების ისტორია, სადაც იყო ინკვიზიცია და ადამიანებს წვავდნენ. ევროპაში ადამიანებს წვავდნენ განსხვავებული აზრის გამო. ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას. დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ- კაცი კაცია და ქალი ქალია. ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ვიზალიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს და კოცონზე დაწვან ჩვენი ვიზალიბერალიზაცია,“ – განაცხადა მან.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან აბსურდული კანონების მიღებას ითხოვს, რაც მისივე შეფასებით, „სირცხვილი და ინკვიზიციაზე უარესი უბედურებაა“.

„ევროპა ინკვიზიციაზე ქვემოთ ჩავიდა და ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ ქალი შეიძლება მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და მოითხოვს მისი სქესის შესახებ ჩანაწერი გადაკეთდეს მამაკაცად, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ თუ მას ამ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს ხომ სირცხვილია, ხომ არის ინკვიზიციაზე უარესი უბედურება,“ – განაცხადა მან.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საფრანგეთში ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მას ორმაგი სტანდარტი უწოდა.

„პირდაპირ ჩანს ორმაგი სტანდარტი – რაც ეკრძალება საქართველოს, ის არის მისაღები საფრანგეთში. გახსოვთ, რომ მათ შორის, ფრანგი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართულები სამარცხვინო კამპანიაში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როდესაც ახლა თავად იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სამარცხვინო და არაევროპულია ეს მიდგომები, ორმაგი სტანდარტები. მე ევროპას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას ასეთი ორმაგი სტანდარტებისგან“,- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

ფოთში რესტორანს „ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ფოთში რესტორანს „ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა
მთავარი

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა....

დაწვრილებითDetails

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. ხელისუფლებამ 1 მეტრის სიმაღლის ტალღის გამო...

დაწვრილებითDetails

ხოშტა ვარ ძმაო საფიჩხიელი… განაბი მოკვდა ქალაქში “ვის “ემატორება” – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 27 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ხოშტა ვარ ძმაო საფიჩხიელი… განაბი მოკვდა ქალაქში “ვის “ემატორება” – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რის შედეგად 27 პირი დააკავეს
მთავარი

მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, მათ შორის, ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით...

დაწვრილებითDetails

თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე, დღეს, სავარაუდოდ 13:00 საათიდან იმსჯელებენ. პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. ინფორმაციისთვის, 26 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირები საგარეჯოს, გურჯაანისა და დუშეთის...

დაწვრილებითDetails

შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო – აშშ-ის საელჩო საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს – ამერიკის საელჩო
მთავარი

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში...

დაწვრილებითDetails

ეს ვითომ ჩემი შეყვარებული აგრესიული გახდა, კურსში იყო პატრულის თანამშრომელიც – რას ყვება თაღლითობის მსხვერპლი ქუთაისელი ქალი

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. დაზარალებული  "ინფო იმერეთთან“ ჰყვება, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო მამაკაცი, რომელიც მას ბიზნესმენად გაეცნო. შეხვედრებს კი სისტემატურად...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს 28 ივლისს (ძველი სტილით 15 ივლისს) აღნიშნავს. ეს დღესასწაული, იგივე კვირიკობა, ხალხში ცნობილია როგორც ბავშვებისა და ოჯახის მფარველი დღე დედა-შვილი...

დაწვრილებითDetails

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიისას დაშავებულებიდან 1 გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 4 პირიდან 1 დაიღუპა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Marneulinews.ge ავრცელებს. მათი ცნობით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და Ford-ის ტიპის ავტომობილი შეეჯახნენ.   მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ემიგრაციაში კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

42 წლის მამაკაცი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო,ხოლო ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი,დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ოჯახი ცხედრის გადმოსვენების საკითხზე შესაბამის უწყებას მიმართავს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"