LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„კოკოშკა”, „უწყლო“,”სტალინა”,„ჩინელა“,„ფოხრე”,„ჭინკა“, “ლაზარე” …-”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 20 პირი დააკავეს

„კოკოშკა”, „უწყლო“,”სტალინა”,„ჩინელა“,„ფოხრე”,„ჭინკა“, “ლაზარე” …-”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 20 პირი დააკავეს

დაპოსტა 2025/07/17-ში
A A
126
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რომელთა შორის ორი ”კანონიერი ქურდია”.

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.

შსს-ის გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში – 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 ”კანონიერი ქურდია”.

„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“, 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად „ფარეხელა“, 1973 წელს დაბადებული გ.ღ. მეტსახელად „უწყლო“, 1997 წელს დაბადებული თ.გ. მეტსახელად „ბელეშა“, 1968 წელს დაბადებული გ.ქ. მეტსახელად „ჯაგა“, 1998 წელს დაბადებული გ.ზ. მეტსახელად „ჩინელა“, 1985 წელს დაბადებული ი.დ. მეტსახელად „სტალინა“, 2006 წელს დაბადებული ლ.კ. მეტსახელად „ფოხრე“, 1998 წელს დაბადებული მ.მ., 1984 წელს დაბადებული ნ.ი., 1999 წელს დაბადებული თ.მ., 2000 წელს დაბადებული გ.ღ., 1995 წელს დაბადებული ი.ბ., 1972 წელს დაბადებული ა.რ., 1966 წელს დაბადებული მ.ზ., 1969 წელს დაბადებული ზ.ზ., 1959 წელს დაბადებული მ.ჩ., 1980 წელს დაბადებული ი.კ., 1982 წელს დაბადებული მ.მ. და 1974 წელს დაბადებული ვ.ლ.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და ირაკლი ლეჟავას მეტსახელად “ლაზარე”-ს, მათ ბრალი „კანონიერი ქურდობისთვის” დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო, 1981 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“. ინტერპოლის მიერ ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და გამოძალვის ფაქტებზე წარედგინა.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ და ირაკლი ლეჟავა მეტსახელად „ლაზარე“ მონაწილეობდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“,-განაცხადა დარახველიძემ.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი და დატვირთული იქნება. გელოდებათ საინტერესო საუბრები და აქტივობები, შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც ამ ბოლო დროს მოგენატრათ. კურო ყველა დაბრკოლება, რომელიც წარმოიქმნება გზაზე, მარტივად გადალახავთ. დღეს შესაძლებლობა...

დაწვრილებითDetails

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ქუთაისში განხორციელდება – რეგისტრაცია დაიწყო 

by მეგა TV
ივლისი 17, 2025
0
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ქუთაისში განხორციელდება – რეგისტრაცია დაიწყო 
მთავარი

საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. დაინტერესებულ მეწარმე ქალებს პროგრამის მე-11 ნაკადში მონაწილეობის მისაღებად უკვე შეუძლიათ,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 17, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7121 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7121 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7127 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

by მეგა TV
ივლისი 17, 2025
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
მთავარი

1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,თბილისის აეროპორტში“ კანონდარღვევის  ფაქტები აღიკვეთა. კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 3 მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები/ოქროს მონეტები (საერთო წონა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 4 მაღაროელი პატიმრობაში დატოვა

by მეგა TV
ივლისი 17, 2025
0
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 4 მაღაროელი პატიმრობაში დატოვა
მთავარი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 4 მაღაროელი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოსთან დაკავებულების ახლობლები იყვნენ შეკრებილი. ჭიათურაში დღეს უწყვეტი პროტესტის 140-ე და შიმშილობის 29-ე დღეა. პროტესტის მონაწილეები დაკავებული თანაქალაქელების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

გატეხილ კვერცხს არჩევდა ადამიანი – რას აცხადებს კომპანია “დილა” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე

by მეგა TV
ივლისი 17, 2025
0
გატეხილ კვერცხს არჩევდა ადამიანი – რას აცხადებს კომპანია “დილა” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე
მთავარი

ქუთაისში “იმერეთის” ბაზრობაზე მოქალაქემ აღმოაჩინა კვერცხი”დილას”-ს საწყობი. მისი თქმით დარღვეული არის შენახვის პირობები და ვადაგასულ კვერცხებს სარეალიზაციოდ ამზადებებენ. ამის შესახებ მოქალაქე ფეისბუქ ჯგუფში წყალტუბო Tskaltubo (new group)  წერს. დღეს ქუთაისში...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ დაინახა “- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 17, 2025
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საფრანგეთის მინისტრის ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის განცხადებას, სანქციების დაწესებასთან...

დაწვრილებითDetails

“თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ” -კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 17, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ასე გვიყენებენ საკითხს,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც...

დაწვრილებითDetails

„დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით დაჭრა…“ – სააპელაციო სასამართლომ დამნაშავეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

by მეგა TV
ივლისი 17, 2025
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ცვლილება შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

კასპში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 17, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში 35 წლამდე კაცი დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. წყარო: ფორმულა

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"