LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ვერ აყალიბებენ აზრს, უჭირთ წერა”  – UNICEF-ის ახალი კვლევა სტუდენტებზე

“ვერ აყალიბებენ აზრს, უჭირთ წერა” – UNICEF-ის ახალი კვლევა სტუდენტებზე

დაპოსტა 2025/07/16-ში
A A
121
ნახვა
გაზიარება

უჭირთ ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა, წერა, არ იციან ქართული, ვერ აყალიბებენ აზრს… გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა და შვიდი რეგიონი მოიცვა: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე და ახალქალაქი. კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა ეთნოსისა და აკადემიური მოსწრების 155 სტუდენტი.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ:

  • გამოკითხულთა მეოთხედს უჭირს აზრის დალაგებულად გადმოცემა, იყენებს მწირ ლექსიკას, ღელავს. უჭირს წერა, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებს;
  • მესამედს უჭირს არგუმენტების მოძებნა, რაც ნიშნავს, რომ არ აქვს დებატების გამოცდილება;
  • მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს სხარტად საუბარი. უშვებენ შეცდომებს, იყენებენ ჟარგონს;
  • 92 პროცენტმა თქვა, რომ იცის ინგლისური;
  • ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა არ იციან უმაღლესში სასწავლებლად საკმარისი ქართული;
  • გაცილებით უკეთ იციან გარემოს დაცვის საკითხები;
  • უჭირთ ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევა;
  • ერკვევიან ციფრულ ტექნოლოგიებში, მაგრამ სუსტები არიან კიბერუსაფრთხოების მხრივ;
  • ეშინიათ, რომ ტექნოლოგიების გამო ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს სამსახური, ტრადიციები, ადამიანური ურთიერთობები;
  • მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ, თუმცა ბევრს აღელვებს გაურკვევლობა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები;
  • არ აქვთ პიროვნული განვითარების გეგმა, ხელი არ მიუწვდებათ არაფორმალურ განათლებაზე;
  • დემოკრატიული ღირებულებები იციან, მაგრამ არც თუ დამაჯერებლად;
  • აღიარებენ, რომ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM) მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რა კავშირშია ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებასთან ან, მაგალითად, ისეთ დარგებთან, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა.

 

„ჩვენი ქვეყნის პრობლემა, გარდა განათლების პოლიტიკისა, რომელიც უკვე რამდენი წელია სტაგნაციაშია, არის ის, რომ განათლების პოლიტიკა და საზოგადოებაც ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებულად უჭირთ. მაგალითად, რეგიონიდან თბილისში რომ ჩამოდის სტუდენტი, მას საცხოვრებელი ჭირდება, სტუდენტური დასაქმება და რას სთავაზობს განათლების სისტემა? – ამბობს განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი, – როდესაც STEM-ის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ბუნებისმეტყველების დარგების სწავლებას, თუნდაც სკოლაში, გაცილებით მეტი ფული სჭირდება, ვიდრე სხვა საგნებს. აქ მხოლოდ ფურცელი და კალამი არ არის საკმარისი. საჭიროა სხვადასხვა ნივთიერებები, აღჭურვილობა, რაც იაფი არაა“.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხიც. ბევრმა ისაუბრა სტიგმაზე და იმაზეც, რომ მკურნალობა ხელმისაწვდომი არაა.

„სტუდენტებისგან გამიგია, რომ განსაკუთრებით სწავლების პირველ წელს აქვთ ფსიქიკური პრობლემები, დეპრესია, ვერ ეგუებიან გარემოს. ამ დროს არც უნივერსიტეტში და არც სხვაგან არ არის ისეთი სერვისი, რომ ადამიანი მივიდეს და დაეხმაროს. მკურნალობაც ხომ ძვირია. რამდენადაც ვიცი, ერთი სეანსი 80 ლარი ღირს. ერთ წელში დეპრესია შეიძლება თავისით გავიდეს, მაგრამ ეს მთლად კარგი არ არის. როდესაც მკურნალობის გარეშე გადის დეპრესია, შემდეგ შეიძლება ისევ დაემართოს და ვერც მიხვდეს, რა სჭირს“, – ამბობს თამარ მოსიაშვილი.

გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ აუცილებელია როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების განვითარება, განსაკუთრებით რეგიონებსა და ყველაზე დაუცველ ჯგუფებში. უნდა შემუშავდეს ციფრული სწავლების პლატფორმები, რომ მოსწავლეებმა დისტანციურად სწავლა შეძლონ. მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ეთნიკურ უმცირესობებს. ასევე უნდა ამაღლდეს ცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა
მთავარი

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა. ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტების, სერვისებისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირება – დააჯარიმეს ვეტერინარული აფთიაქი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება
კულტურა

ქუთაისში ხვალ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქარავან არტ ფორუმი იხსნება ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026 საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო...

დაწვრილებითDetails

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, -...

დაწვრილებითDetails

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის....

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...

დაწვრილებითDetails

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"