LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეს ხელისუფლება მალე დასრულდება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძმებს, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა ცხოვრობენ- მამუკა ხაზარაძე

“ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ერთობლივ ბრძოლაზე ვიფიქროთ, გახარიას გუნდთან მემორანდუმიც ამის დასტურია” – მამუკა ხაზარაძე

დაპოსტა 2025/07/16-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას – მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილი მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ხაზარაზე აღნიშნავს, ბოიკოტი „ქართული ოცნების“ ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე.

„მივესალმები „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.

3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის.

არ უნდა გამოვაცალოთ ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი. ბოიკოტი კი სწორედ „ქართული ოცნების” ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს და განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე – ეს დამატებითი ბრძოლის ველია მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა.

ჩვენი მიზანი უცვლელია – ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ამ სულისკვეთებით გაფორმდა ეს მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

ჩვენ, „ლელო-ძლიერი საქართველო”, ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია.

მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში! ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების – ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალია!- წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები „თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან“.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
მთავარი

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.

დაწვრილებითDetails

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
მთავარი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ე.წ ლაგამთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. "ბავშვს ენის ლაგამი მოკლე აქვს, აუცილებლად უნდა ჩაეჭრას, თორემ მეტყველების პრობლემა ექნება!“ეს მოსაზრება საკმაოდ გავრცელებულია მშობლებს შორის, თუმცა ყოველთვის არ შეესაბამება...

დაწვრილებითDetails

თემურ ძიძიგურის ვაჟი ზურაბ ძიძიგური ლიხტენშტეინის პრინცესაზე მარია-იმაკულატაზე დაქორწინდა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
თემურ ძიძიგურის ვაჟი ზურაბ ძიძიგური ლიხტენშტეინის პრინცესაზე მარია-იმაკულატაზე დაქორწინდა
მთავარი

ქარ­თულ სა­მე­ფო ოჯახ­ში ზე­ი­მია. რო­გორც ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი წერს, მისი ძმა და ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცე­სა მა­რია-იმა­კუ­ლა­ტა და­ქორ­წინ­დნენ. “ჩემი ძმა ზუ­რა­ბი და ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცე­სა მა­რია-იმა­კუ­ლა­ტა და­ქორ­წინ­დნენ. 2026 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ხვალ სამტრედიასა და ხონს ეწვევა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავთან დაკავშირებით, 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამტრედიასა და ხონს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგი: 10:00 საათი – სამტრედიის...

დაწვრილებითDetails

სკოლა იყო შენი მთავარი ციხე-სიმაგრე და აკი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მტკიცედ იდექი მასთან – ქუთიასში ცნობილი პედაგოგი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
სკოლა იყო შენი მთავარი ციხე-სიმაგრე და აკი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მტკიცედ იდექი მასთან – ქუთიასში ცნობილი პედაგოგი გარდაიცვალა
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პედაგოგი, ყველასთვის საყვარელი მარინა არაბიძე. ის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. 48 წლის განმავლობაში მარინა არაბიძემ არაერთი თაობა აღზარდა. მარინა არაბიძეს სოციალურ...

დაწვრილებითDetails

დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
მთავარი

დღეს 2 ნოემბერს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს, მორწმუნეებმა შემდეგი ლოცვა უნდა წაიკითხონ: „ჰოი, მამაო, სიყვარულით ცხოვნებულო, მსწრაფლშემწეო და მლოცველო ყოველთა შენდა მთხოვნელთა, შეისმინე, ჩვენ უღირსთაგან სადიდებელი ესრეთ. ევედრე უფალსა, რათა...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიების დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

მამაკაცმა ცოლ-შვილზე ფიზიკურად იძალადა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კახეთის პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე,...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც პირველი ნოემბრით არის დათარიღებული. „რუსეთი დიდ სტარტს აიღებს და უკრაინას დიდ ზიანს მიაყენებს. არაერთი ჩვენი ძმის გარდაცვალებას გავიგებთ. რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალება ჯერ ძალიან ადრეა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"