LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი ბაჩიაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

გიორგი ბაჩიაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

დაპოსტა 2025/07/14-ში
A A
85
ნახვა
გაზიარება

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის საპატიმროდან წერილს ავრცელებს და მასზე ძალადობის დეტალებს აღწერს.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად, ის 8 ივლისს, N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია “ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა”, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

„2025 წლის 8 ივლისს, 21:00 საათზე დამიბარა N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა, აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში როცა ჩემი და ასევე, ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული, ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში რომ პირობები დააყენო, ხომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, “გიჟიც” და ნაკლებად “გიჟიც“. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს.

11 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე, გაიღო ჩემი საკნის კარი (სადაც მარტო ვიყავი ბოლო 1 კვირა, ვიდეო მეთვალყურის ქვეშ, საკანში განთავსებულია 2 ვიდეოკამერა, ვიცი, რომ ვიდეოთვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან) და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება (მაღალი, სპორტული აღნაგობის, ეცვა თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი). ჩემთვის მას არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ „აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა”, მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა (მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული). აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა, არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა, რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც ჩემდა გასაკვირად მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. შემდეგ, ისევ გაგრძელდა ჩხუბი, საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა (მე არ მეკუთვნოდა, საკანში დამხვდა ეს ჭიქა, სავარაუდოდ სხვა პატიმრის), რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავეცი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელის და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში.

რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ, არჩილმა შემოაღო კარი და ამ პირს სთხოვა გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან.

ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მსჯავრდებული, (სახელი/გვარი არ უთქვამს) და მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა თუ იჩხუბებდა. თუმცა, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო.

ქირურგმა დამიმუშავა ჭრილობები და იარები, რა დროსაც კიდევ ერთხელ დავკარგე გონება, ამეწია წნევა და თავს ცუდად ვგრძნობდი. ვითხოვდი ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვას, თუმცა არ დამარეკინეს. შემდეგ ვითხოვდი კლინიკა “ვივამედში” გადაყვანას, რადგან დამეწყო ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სინათლეზე გაღიზიანება, ყურებში შუილი. მათ გამოიძახეს სასწრაფო და „ვივამედში“ გადამიყვანეს დაახლოებით 21:00 საათზე. სასწრაფოსაც ვთხოვდი დარეკვის უფლებას, ასევე “ვივამედშიც” დაჟინებით ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. “ვივამედის” ექიმმა ვისი სახელიც არ ვიცი (ქერა მოკლე თმით ქალი, დაახლოებით 60 წლის, გამხდარი) მითხრა, რომ თუ დარეკვის გარეშე უარს ვაცხადებდი პროცედურების ჩატარებაზე, უკან გამაბრუნებდნენ ციხეში.

„ვივამედში“ ჩამიტარდა კვლევები (თავის კატე, სისხლის ანალიზი, თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, მქონდა მრავლობითი კოპები, მარჯვენა მაჯაზე 1 ნაკერი, ნაკბენი მარცხენა ხელის მკლავზე (დამიმუშავეს), ქვედა ტუჩი შიდა მხრიდან იყო გახეთქილი, თუმცა არ გამიკერეს (ასევე აღმენიშნებოდა მარჯვენა სახის არეში, თვალის და ლოყის არე საგრძნობლად შეშუპება, მარჯვენა ქვედა ყბის მეექვსე კბილი კი მომტყდა) ასევე, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის არეში, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში.

მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა.

მოვითხოვე სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს. ვერ ვდგებოდი საწოლიდან, მთელი ხმით ვყვიროდი და ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას. საბადრაგო სამსახურის წევრებს ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩამსვეს საბადრაგო მანქანაში, დამაბრუნეს მე-8 დაწესებულებაში, სხვა საკანში.

ეს ხდებოდა 03:00 საათზე. დაახლოებით 03:30-ზე ჩემთან მოვიდა ორი გამომძიებელი ქალი, რომლებმაც მთხოვეს სისხლიანი ტანსაცმლის გახდა და გატანება, ასევე ჩვენების მიცემა, თუმცა ადვოკატის გარეშე ჩვენებაზე უარი განვაცხადე. ისევ მოვითხოვე ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ.

12 ივლისს დილით, უარი განვაცხადე საუზმეზე და სადილზე, რადგან მქონდა ტვინის შერყევის თანმდევი სიმპტომები. მოვითხოვე ექიმი და სტაციონარში გადაყვანა.

დაახლოებით 16:00 საათზე გადამიყვანეს N18 დაწესებულებაში. კვლავ ვითხოვდი დარეკვას და მხოლოდ 18:00 საათის შედეგ შევძელი სახალხო დამცველის აპარატში დარეკვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოვაცხადე. ჩემს საკანში ვიდეოთვალი იყო, ასევე დერეფანში და ყველაფერი დაფიქსირებული უნდა იყოს, თუ როგორ შემოიყვანეს ჩემთან ის პიროვნება და შემდეგ სად წაიყვანეს. ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეო მეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. შაბათს საღამოს შემხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ყველაფერი მოვუყევი დეტალურად, ვითხოვ, სახალხო დამცველის აპარატისგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას. ეს არის ციხის ადმინისტრაციის და კრიმინალების კოორდინირებული მოქმედების შედეგი, შესაბამისად, წარმოადგენენ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას. ვაცხადებ, რომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა
მთავარი

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა. ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტების, სერვისებისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირება – დააჯარიმეს ვეტერინარული აფთიაქი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება
კულტურა

ქუთაისში ხვალ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქარავან არტ ფორუმი იხსნება ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026 საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო...

დაწვრილებითDetails

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, -...

დაწვრილებითDetails

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის....

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...

დაწვრილებითDetails

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"