LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

“საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო იმის ჩვენება, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი “- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/07/04-ში
A A
4
ნახვა
გაზიარება

მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ რეგიონში იყოს მშვიდი გარემო და მეორე მხრივ საქართველოს რეგიონში ჰქონდეს შესაბამისი ურთიერთობა ქვეყნებთან, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა აშშ-სა და ირანს და ამ საკითხზე საქართველოს პოზიციას. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, ირანთან ურთიერთობების გააქტიურების ფონზე, როგორ იქნება შესაძლებელი საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგება.

„ჩვენ ამ რეგიონში არ ჩამოვსულვართ 10 წლის წინ, 100 წლის წინ, ან თუნდაც 1500 წლის წინ. ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეგიონში, იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც ამ რეგიონში არიან. ჩვენი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, რომელსაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ რეგიონში იყოს მშვიდი გარემო და მეორე მხრივ საქართველოს რეგიონში ჰქონდეს შესაბამისი ურთიერთობა ქვეყნებთან, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. ასე რომ, ჩვენ ვართ ნაწილი ამავე დროს საერთაშორისო თანამეგობრობის, რომელიც ცდილობს ზუსტად მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობას და ამის იმ ჭრილში დანახვას, ეს უწყობს თუ არ უწყობს ხელს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ჰკითხეთ ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც საელჩოს, როგორი თანამშრომლობა არის ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის. ჰკითხეთ საქართველო არის თუ არა დასაყრდენი, მათ შორის მშვიდობიანი, ტერორიზმისგან თავისუფალი რეგიონის. საქართველო ლიდერია ყოველთვის შეფასებებში, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმისგან თავისუფალ გარემოს და უსაფრთხოების გარემოს. შეადარეთ თბილისი ნებისმიერ დედაქალაქს ევროკავშირში – სად უფრო უსაფრთხოდ გაივლის ტურისტი, თბილისში, პარიზში, ლონდონში, ბარსელონაში თუ მადრიდში? მოიკითხეთ ერთი და მერე მივხვდებით, თუ რამდენად უსაფრთხო გარემო არის საქართველოში. ასე რომ, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო იმის ჩვენება, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი არა მხოლოდ რეგიონში უსაფრთხოებისთვის, ტერორიზმის არ დაშვებისთვის, არამედ საერთაშორისო მისიებშიც მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლის დროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „ირანელები ამბობენ, რომ საქართველო არის ადგილი, სადა შეიძლება სანქციებს თავი აარიდონ. ხომ არ ფიქრობთ ამ ყველაფრის გამო ხელისუფლება ამერიკული სანქციების ობიექტი შეიძლება გახდეს?“

პაპუაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველო შეიძლება იყოს ადგილი, სადაც სანქციებს თავს აარიდებენ, სრული სიცრუეა.

„რაც შეეხება სანქციებისგან თავის არიდების საკითხს, ჩვენ ვნახეთ, რომ ყველაფერი ეს იყო ტყუილი, მათ შორის ტყუილი, რომელიც მოდიოდა ბრიუსელის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, როდესაც საქართველოს აბრალებდნენ სანქციების გვერდის ავლას. გვახსოვს ჩვენ ევროპარლამენტი დეზინფორმაციას ავრცელებდა საქართველოსთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს დეზინფორმაცია იქნება, ვინაიდან არის პოლიტიკური ინტერესი, რომ საქართველოში მოიყვანონ მარიონეტული ხელისუფლება. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ ამის ინტერესი და ძირს უთხრიან ამიტომ ქართველი ხალხის არჩევანს. ასე რომ ერთია დეზინფორმაცია მეორე არის სიმართლე“, – აცხადებს პაპუაშვილი.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია
მთავარი

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა ამ ეტაპზე აღდგენილია, ამ დროისთვის კვლავ პრობლემა რჩება გზაზე ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბერდია...

დაწვრილებითDetails

“კანონებს უვიზო რეჟიმთან არანაირი კავშირი არ აქვს ” – ლევან მახაშვილი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ამ კანონებს უვიზო რეჟიმის გამართულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს - ეს იგივეა, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მიიყვანო და მოგედავონ, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, წითელი უნდა გყავდესო - ეს მაშინ, როცა თავად...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც აგვისტოს დასაწყისში ფინანსური წარმატება ელოდება

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

მერწყული (მიმდინარეობს 21 მაისი – 20 ივნისი) მერწყულებს აგვისტოს დასაწყისში ელით მოულოდნელი ფინანსური მოგება. იუპიტერისა და ვენერას სასიკეთო მდებარეობა ქმნის განსაკუთრებულ ასტროლოგიურ მდგომარეობას — გაჯლაქშმის იოგს, რაც ნიშნავს სიმდიდრესა და წარმატებას....

დაწვრილებითDetails

რჩევები ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის, ვისაც აგვისტოში მეტი სიფრთხილე მართებთ

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

რჩევები ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის, ვისაც აგვისტოში მეტი სიფრთხილე მართებთ — განსაკუთრებით ფინანსურ, ემოციურ და პროფესიულ სფეროებში. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) რისიგან თავი უნდა შეიკავოს: იმპულსური ყიდვები სარისკო ინვესტიციები დაძაბული...

დაწვრილებითDetails

“საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა”-შსს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს....

დაწვრილებითDetails

ვინ შეძლებს ახალი პირადობის უფასოდ აღებას

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
პირადობის მოწმობის ვიზუალი იცვლება! – დაგჭირდებათ თუ არა პირადობის მოწმობის გამოცვლა?
მთავარი

1-ლი აგვისტოდან გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე QR კოდი და თითის ანაბეჭდი იქნება დატანილი. 1-ლი აგვისტოდან ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა დაიწყება. კერძოდ, მსგავს დოკუმენტებზე დიზაინის ცვლილების გადაწყვეტილება იუსტიციის...

დაწვრილებითDetails

“ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სწორად გაიგო”- ნინო წილოსანი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
“ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სწორად გაიგო”- ნინო წილოსანი
მთავარი

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, სწორად გაიგო - საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ მათ საკუთარ სამშობლოში ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ,...

დაწვრილებითDetails

“რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა”- კახა კალაძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. პრემიერმა თქვა, რომ მზად არის თუნდაც ბრიუსელში ჩავიდეს და მოისმინოს არგუმენტები, რა არის პრობლემა, კანონები რატომ წარმოადგენს პრობლემას - დღემდე ერთი არგუმენტი არ...

დაწვრილებითDetails

ლევან გაბედავას საძებრად ქართველების მობილიზებამ ამერიკელი პოლიციელებიც გააოცა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

წალენჯიხელ ლევან გაბედავას, რომელიც აშშ-ში სამუშაოს საძებრად იყო ჩასული და გაუჩინარდა, ადგილობრივი ქართველები შეუსვენებლად ეძებდნენ და საბოლოოდ, მისი ცხედარი (ლევანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) ნიუჯერსის ტყეში, ხეზე იპოვეს და ეს მას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"