LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ დატოვა- მედია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

დაპოსტა 2025/07/04-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს სახელწოდებით „რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“.

 

რეზოლუციის მიხედვით ეუთო:

 

1. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა,

 

2. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებს,

 

3. გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის,

 

4. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო,

 

5. გამოხატავს იმედგაცრუებას იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით.

 

6. აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას,

 

7. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდი [ნეგატიური] რიტორიკისა და მისი სრულიად მიუღებლად მიჩნევის გამო,

 

8. უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების გამყარება შეშფოთებას იწვევს საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში.

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:

 

9. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

 

ა. შეამსუბუქოს სიტუაცია და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და აღადგინოს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ;

 

ბ. პატივი სცეს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ; და

 

გ. დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას;

 

10. აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირებით და საკუთარი ქვეყნის მომავლის ევროპაში დანახვით;

 

11. ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

 

12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7106 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7113 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია
მთავარი

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა ამ ეტაპზე აღდგენილია, ამ დროისთვის კვლავ პრობლემა რჩება გზაზე ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბერდია...

დაწვრილებითDetails

“კანონებს უვიზო რეჟიმთან არანაირი კავშირი არ აქვს ” – ლევან მახაშვილი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ამ კანონებს უვიზო რეჟიმის გამართულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს - ეს იგივეა, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მიიყვანო და მოგედავონ, რატომ გყავს ლურჯი მანქანა, წითელი უნდა გყავდესო - ეს მაშინ, როცა თავად...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც აგვისტოს დასაწყისში ფინანსური წარმატება ელოდება

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

მერწყული (მიმდინარეობს 21 მაისი – 20 ივნისი) მერწყულებს აგვისტოს დასაწყისში ელით მოულოდნელი ფინანსური მოგება. იუპიტერისა და ვენერას სასიკეთო მდებარეობა ქმნის განსაკუთრებულ ასტროლოგიურ მდგომარეობას — გაჯლაქშმის იოგს, რაც ნიშნავს სიმდიდრესა და წარმატებას....

დაწვრილებითDetails

რჩევები ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის, ვისაც აგვისტოში მეტი სიფრთხილე მართებთ

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

რჩევები ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის, ვისაც აგვისტოში მეტი სიფრთხილე მართებთ — განსაკუთრებით ფინანსურ, ემოციურ და პროფესიულ სფეროებში. ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) რისიგან თავი უნდა შეიკავოს: იმპულსური ყიდვები სარისკო ინვესტიციები დაძაბული...

დაწვრილებითDetails

“საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა”-შსს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს....

დაწვრილებითDetails

ვინ შეძლებს ახალი პირადობის უფასოდ აღებას

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
პირადობის მოწმობის ვიზუალი იცვლება! – დაგჭირდებათ თუ არა პირადობის მოწმობის გამოცვლა?
მთავარი

1-ლი აგვისტოდან გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე QR კოდი და თითის ანაბეჭდი იქნება დატანილი. 1-ლი აგვისტოდან ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა დაიწყება. კერძოდ, მსგავს დოკუმენტებზე დიზაინის ცვლილების გადაწყვეტილება იუსტიციის...

დაწვრილებითDetails

“ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სწორად გაიგო”- ნინო წილოსანი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
“ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სწორად გაიგო”- ნინო წილოსანი
მთავარი

ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, სწორად გაიგო - საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ მათ საკუთარ სამშობლოში ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ,...

დაწვრილებითDetails

“რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა”- კახა კალაძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. პრემიერმა თქვა, რომ მზად არის თუნდაც ბრიუსელში ჩავიდეს და მოისმინოს არგუმენტები, რა არის პრობლემა, კანონები რატომ წარმოადგენს პრობლემას - დღემდე ერთი არგუმენტი არ...

დაწვრილებითDetails

ლევან გაბედავას საძებრად ქართველების მობილიზებამ ამერიკელი პოლიციელებიც გააოცა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

წალენჯიხელ ლევან გაბედავას, რომელიც აშშ-ში სამუშაოს საძებრად იყო ჩასული და გაუჩინარდა, ადგილობრივი ქართველები შეუსვენებლად ეძებდნენ და საბოლოოდ, მისი ცხედარი (ლევანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) ნიუჯერსის ტყეში, ხეზე იპოვეს და ეს მას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"