LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ – პერან მუნი

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ – პერან მუნი

დაპოსტა 2025/06/27-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომა შევუზღუდოთ, და საზღვარგარეთ არდადეგების ფუფუნება ჩამოვართვათ. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პერან მუნმა (დიდი ბრიტანეთი, ლეიბორისტული პარტია) განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე მსოფლიოს ყურადღება სხვა მოვლენებისკენ არის მიმართული, საქართველოს “დისკრედიტირებულმა მთავრობამ მომენტი დემოკრატიის ჩახშობის ესაკალაციისთვის” გამოიყენა.

 

“კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაზე ვაპირებდი საუბარს, მაგრამ სანამ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებისკენ იყო მიპყრობილი, საქართველოს დისკრედიტირებულმა მთავრობამ მომენტი ქვეყანაში დემოკრატიის ჩახშობის ესკალაციისთვის გამოიყენა.

 

ახლა სრულიად ცხადია, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და მელიას მცირე პროცედურული ბრალდებებით დაკავებები რეპრესიის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია. რეალურად, ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, ბოლო რამდენიმე კვირაში.

 

როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ხელბორკილებით მიჰყავდათ, მან თქვა: “ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ”. ეს იმ კაცის სულისკვეთებაა, რომელსაც თავისუფლების სწამს, მაშინაც კი, როდესაც მას ძალით აჩუმებდნენ. ეს იმ კაცის ხმაა, რომელსაც უნდა მოუსმინონ ამ დარბაზში და მთელს ევროპაში.

 

და ეს დაპატიმრებები, როგორც “ცალკეულები” ვეღარ აღიწერება. პოლიტპატიმრების სიას უნდა დავუმატოთ ნიკა გვარამია, მესამე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი.

 

გასული კვირის ოთხშაბათს, ლონდონში ბადრი ჯაფარიძეს შევხვდი, ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერს, რომელმაც მიღებული კანონები ამიხსნა, რომელთა მიზანია, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვა. ჯაფარიძემ მითხრა, რომ ისიც თბილისში ბრუნდებოდა, სადაც მის წინააღმდეგ, მისი აზრით, მცირე ბრალდება იყო უსამართლო სასამართლოსგან, რომლისგანაც ჯარიმას ელოდა. ამის ნაცვლად, მიმდინარე კვირის ორშაბათს, ბადრი ჯაფარიძეს “ლელოს” პარტიის თანალიდერ მამუკა ხაზარაძესთან ერთად 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლით აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება.

 

ეს უბრალოდ ოპოზიციონერები არ არიან, ესენი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისა და ორგანიზებული ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის სიმბოლოები არიან.

 

მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ დრო სწრაფად იწურება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. საქართველოსთვის ბოლო შესაძლო მომენტში ვართ. თუ სერიოზულები ვართ მათი მხარდაჭერის შესახებ, ვინც მამაცად უწევს წინააღმდეგობას საქართველოში პოლიტიკურ დევნას.

 

მიზანში უნდა ამოვიღოთ ამ რეპრესიებზე პასუხისმგებლები. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და მათთვის საზღვარგარეთ არდადეგებისა და უსაფრთხო თავშესაფრის ფუფუნების ჩამორთმევას მაშინ, როდესაც ისინი სახლში დემოკრატიას შლიან”, – განაცხადა მუნმა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ემიგრაციიდან ახლი დაბრუნებული გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ემიგრაციიდან ახლი დაბრუნებული გოგო ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გორში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ნინო ბოლაშვილი, რომელიც იტალიიდან ახალი დაბრუნებული იყო. ნინო, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, კარგად იყო ცნობილი თავისი საქმიანობიდან (წარმოადგენდა საემიგრაციო და ფისკალური მომსახურების ორგანიზაციას GEO HOUSE,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია – რომან გოცირიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
რა არის საჭირო რომ ევროპაში საშუალო ფენას მიეკუთვნებოდეთ
მთავარი

„საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.   მისი თქმით, საქსტატის დათვლით, 2014-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა გაზრდილია 200...

დაწვრილებითDetails

ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
“ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის კვირას, 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.   როგორც მან აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს საპროტესტო აქციაზე გავიდეს ყველა - პარტიის წევრები, აქტივისტები,...

დაწვრილებითDetails

მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად, დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ. არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. ასეთ ვითარებაში, მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს...

დაწვრილებითDetails

რუსეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

რუსეთი 30 ივნისიდან ექსპერიმენტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უვიზო რეჟიმით შესულ უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ სთავაზობენ, რეგისტრაციის პროცედურა იდენტიფიკაციისა და აუთენტიფიკაციის ერთიან სისტემაში გაიარონ და რუსეთში შესვლაზე...

დაწვრილებითDetails

სავსებით რეალურია, 2028 წელს საშუალო ხელფასმა ქვეყანაში 3 500 ლარს მიაღწიოს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

,,სავსებით რეალურია, 2028 წელს საშუალო ხელფასმა ქვეყანაში 3 500 ლარს მიაღწიოს,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ საუბრისას განაცხადა.   „მინდა შეგახსენოთ, როგორია ჩვენი მიზნები...

დაწვრილებითDetails

იმერეთის მოსახლეობა ბოლო 10 წელიწადში 5%-ით შემცირდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
თბილისი 1 201.8 , იმერეთი 466.6 ადამიანი |  მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით
მთავარი

აღწერიდან აღწერამდე საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.3%-ით, 200 196 ადამიანით გაიზარდა. თუ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად ქვეყანაში სულ 3 713 804 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის აღწერით ეს რაოდენობა...

დაწვრილებითDetails

ვერავის მივცემთ საშუალებას, გარედან, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში, წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკის მოხმარება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.   პრემიერის თქმით, ხელისუფლება ვერავის მისცემს საშუალებას, გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ვინმემ არალეგალური ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას- ირაკლი კობახიძე
მთავარი

ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდან მკაფიოდ გამოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.   როგორც...

დაწვრილებითDetails

სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა
მთავარი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს ძლიერი ხმა გაისმა, რომელიც აფეთქებას ჰგავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმასავარაუდოდ სირენის ხმა ვერ გაიგო და გზაზე გადასვლის მცდელობისას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"