LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა – წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე

კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნას მიჩნეული – თეა წულუკიანი

დაპოსტა 2025/06/26-ში
A A
15
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „ცილისწამების“ თაობაზე მუხლის შემოტანის და მის დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრის წინადადებით გამოდის.

 

შესაბამისი ინიციატივა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას წამოაყენა.

 

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ცილისწამების შესახებ მუხლი “სისხლის სამართლის კოდექსიდან“ მიხეილ სააკაშვილმა ამოიღო.

 

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ „ვარდების რევოლუციიდან“ მალევე, მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან ცილისწამების ცნება გააქრო და ის დღესაც სისხლის სამართლის სისტემის ნაწილი არ არის.

 

როცა ჩვენი კომისია მუშაობდა, ბოლო თვეების განმავლობაში, გამოიკვეთა, რომ მას არამხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ ადამიანები ისეთებად შეერაცხა როგორებადაც ის მიიჩნევდა, არამედ მაგალითისთვის, ყველა ის ადამიანი, ვინც უსასტიკესად მოკლეს, ამ ყოველივეს თან სდევდა ცილისწამება. მაგალითად: სერგო თეთრაძისთვის იმის დაბრალება, რომ ჯაშუშია; პაატა ქარდავასთვის იმის დაბრალება, რომ ქვეყანას უღალატა და სხვასთან ითანამშრომლა; იგივე დათო ცინდელიანისა და სხვების შემთხვევაში. ეს ჩამოყალიბდა მოდელად იმის წყალობით, რომ მან წინსწრებად გააუქმა დამსჯელი ნორმა.

 

ჩვენ ალბათ მომავალში კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული.

 

დღევანდელი სხდომა, ჩემი აზრით, ისტორიული სხდომაა, რადგან ცილისწამებისგან ადამიანი, მინიმუმ, სამოქალაქო წესით უკეთესად იქნება დაცული. სისხლის სამართის მიმართულებით, შემოთავაზებაა, რომ მომავალში ერთად ვიმსჯელოთ“,- განაცხადა წულუკიანმა, რაზეც კანონპროექტის მომხსენებელმა, დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა უპასუხა, რომ თუ იქნება მზაობა, შემოთავაზებას ცილისწამების დამამძიმებელ გარემოებად გათვალისწინების შესახებ, განიხილავენ.

 

ცნობისთვის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. ამასთან, “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შეუძლია, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდგომ იმ განცხადებებზე გავრცელდება, რომელიც ახალი კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა ხანდაზმულობის 100 დღიანი ვადა გასული არ არის.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია- ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი...

დაწვრილებითDetails

სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ქვეითს ერთდროულად შეეჯახა.შედეგად, სხეულის სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო და იმედია, იმ წყალს მოუყვება, რომლის პირასაც ყველანი ჩამოვსხდებით და დაველოდებით ქვეყნის მტრების „გვამების“ ჩამოცურებას – ნიკა გვარამია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

რეჟიმს იმაზე მეტად ძვრება სული, ვიდრე წარმოგვიდგენია, თანაც უკვე შავრაზმელ "ქოცებშიც", რადგან ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში...

დაწვრილებითDetails

დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი
ეკონომიკა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომოლექსს შპს “აისინქი” დააპროექტებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდა კომპანიასთან უკვე გააფორმა. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ჰყავდა. ესენია:...

დაწვრილებითDetails

რისი გაკეთება იგეგმება ჭიათურაში კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
10 განსაკუთრებული ადგილი იმერეთში, რომელიც ჯერ არ გინახავთ
ეკონომიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია
მთავარი

 მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია!  ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებული გოგონათა გუნდი - ,,მართვე”, პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი...

დაწვრილებითDetails

ავარია აჭარაში – დაღუპულია 40 წლის მამაკაცი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენბ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

დღეს სრულდება არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტების მომართვის ვადა – ნათია იოსელიანი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, დღის ბოლომდე უნდა მიმართოს. ცესკომ საკრებულოების შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. შუალედური არჩევნების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"