ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ დაიწყო.
მანამდე, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან „თავისთავად ცხად საკითხებს“ განიხილავდა.
„მის სირთულეებსაც განვიხილავთ. აქვს გარკვეული სირთულეები. ზელენსკი კარგი ბიჭია. ვფიქრობ, უკრაინის შესახებ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.