აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის გარეშე.
„დღევანდელ „შეთანხმებას“ ვერ მივაღწევდით ჩვენი შესანიშნავი B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ადამიანის გარეშე. გარკვეული და ძალიან ირონიული გზით, გვიან საღამოს ამ იდეალურმა „დარტყმამ“ ყველა გააერთიანა და შეთანხმება შედგა!!!“- წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. მისი თქმით, ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ მას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან დაკავშირებით.