LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

დაპოსტა 2025/06/20-ში
A A
131
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ.

 

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, ხე-ტყით თითოეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლის მიერ, პროკურატურისთვის ოპერატიულად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაიწყო.

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, 20 ივნისს, ორივე პირი უკანონო ქმედების შესასრულებლად ქრთამის ნაწილის 3000 ლარის გადაცემის შემდგომ დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

საქართველოს პროკურატურისთვის მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ქრთამის აღება/მიცემის ფაქტებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას მომავალშიც გაატარებს.

 

საქართველოს პროკურატურა მოგიწოდებთ, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დანაშაულის შესახებ თქვენთვის გახდება ცნობილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს, რასაც მოჰყვება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე  წარსდგა
მთავარი

ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა. "წინანდალი - მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2026 მ. ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლა ტრადიციისამებრ მოწოდების სიმაღლეზეა. წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე...

დაწვრილებითDetails

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ჩავარდა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ჩავარდა
მთავარი

ბათუმის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რიზესთან ახლოს, ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 9 სექტემბერს მოხდა. ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა. თურქმა მაშველებმა ორივეს გადარჩენა მოახერხეს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა დაბრუნდა – თანხის ნაწილი კი უკან გიბრუნდებათ

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

8 სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდის შემთხვევაში 50% უკან დაგიბრუნდებათ ულიმიტოდ თანხა ყოველი გადახდისას მომენტალურად დაგიბრუნდება რა უნდა იცოდე შეთავაზება ვრცელდება ქალაქ ქუთაისში მოძრავ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში გადახდისას;...

დაწვრილებითDetails

იღბლიანი პერიოდი იწყება – ასტროლოგებმა 3 მთავარი ფავორიტი დაასახელეს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

2026 წლის 8 სექტემბრიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის იღბლიანი ეტაპი დაიწყო. ასტროლოგების პროგნოზით, ამ ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი და ბედნიერების მომტანი ცვლილებები ელოდებათ. 8 სექტემბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ვენერასა და ჩრდილოეთ...

დაწვრილებითDetails

6 ნივთი რომ სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს – რას ამბობდა ვანგა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
6 ნივთი რომ სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს – რას ამბობდა ვანგა
მთავარი

ცნობილმა ბულგარელმა წინასწარმეტყველმა არა მხოლოდ მომავალი იწინასწარმეტყველა, არამედ აწმყოში სირთულეების გამკლავებისთვის ადამიანებს პრაქტიკული რჩევებიც დაუტოვა. ვანგა ამბობდა, თუ რწმენა ძლიერია, მაშინ გარკვეული საგნები დაგეხმარებათ მშვიდობის, კომფორტისა და წონასწორობის დამყარებაში. ვანგა...

დაწვრილებითDetails

მერაბ მალანია – ჩემი შვილი უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
მერაბ მალანია – ჩემი შვილი უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ
მთავარი

ჩემი შვილი უდანაშაულოა და მე ამას დავამტკიცებ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მერაბ მალანიამ განაცხადა, რომლის შვილიც გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზეა ბრალდებული. როგორც მალანია განმარტავს, საქმეში მისი...

დაწვრილებითDetails

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მხარდამჭერი მოხალისეთა ქვედანაყოფის ჩამოყალიბება

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა
მთავარი

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მხარდამჭერი მოხალისეთა ქვედანაყოფის ჩამოყალიბება. როგორც ის რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, გადაწყვეტილება, ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისის აღლუმზე მიწვევის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წარმომადგენელი – მოვუწოდებთ საქართველოს, გაუქმდეს ან გადაიხედოს კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს – ვგმობთ უკანონო დაპატიმრებებსა და მზარდ რეპრესიებს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ამ მორიგ გადაგდებას არ აიტანენ – პოლიტიკოსები ელჩების განცხადებაზე
მთავარი

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით. ამის შესახებ გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს...

დაწვრილებითDetails

ჯო უილსონი – ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა – ჯო უილსონი
მთავარი

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით,...

დაწვრილებითDetails

ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მე მოხსენებული ღარიბაშვილის წერილში – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

სისხლის სამართლის საქმის, ბრალის და სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება მოხდეს და ამით მთავარ საკითხზე ყურადღება მოდუნდეს - ძალიან არასწორია, როდესაც ისეთ პოლიტიკურ ინსინუაციებში შესვლა ხდება, რომელიც ცდება არამხოლოდ რეალობას, არამედ არასწორიც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"