LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები

„მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ – რეზოლუციის შინაარსი, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს უყრის, ცნობილია

დაპოსტა 2025/06/19-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

ცნობილია რეზოლუციის – „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ შინაარსი, რომელსაც დღეს ევროპარლამენტი კენჭს უყრის.

რეზოლუციის ავტორი 63 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან – „ევროპის სახალხო პარტიის“, „სოციალ-დემოკრატების“ „კონსერვატორებისა და რეფორმისტების“, „განახლებისა“ და „მწვანეების“.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი:

„მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პატიმრობაში ყოფნისას არასათანადო მოპყრობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის გამო; მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ასევე, გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ დამუქრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას;

ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმების, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვის მოწოდებით გამოდის;

მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოში FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი აწარმოოს;

სინანულს გამოთქვამს საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მხრიდან მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელთაც დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ; ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ევროპარლამენტმა რეზოლუცია “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე” მიიღო

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ევროპარლამენტმა რეზოლუცია “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე” მიიღო
მთავარი

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა რე­ზო­ლუ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მე“ მი­ი­ღო. რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი 324 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა, 25 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, ხოლო 87-მა თავი შე­ი­კა­ვა. რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი: "მო­ი­თხოვს მზია ამაღ­ლო­ბე­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ...

დაწვრილებითDetails

“ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი ” – გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთო\ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის - ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც...

დაწვრილებითDetails

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი კიმი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7276 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

“თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის” – კახი კალაძე

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
კახა კალაძე
მთავარი

თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთო/ოდირის მოწვევა, მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა არაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გვქონდა 2021 წელს. დღეს ამის აუცილებლობა არაა - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში...

დაწვრილებითDetails

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური იპონით დაამარცხა. ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში გურამის მეტოქე მსოფლიოს...

დაწვრილებითDetails

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100) მეორე გამარჯვება მოიპოვა – მერვედფინალში ქართველმა დამატებით დროში იპონით გერმანელი კონე დაამარცხა. თუშიშვილი ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს...

დაწვრილებითDetails

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
ეკონომიკა

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 189 820 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული...

დაწვრილებითDetails

სიყვარულის ჯეკპოტს ივნისში ზოდიაქოს 5 ნიშანი მოიგებს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

კურო ივნისი კუროებს ახალ რომანტიკულ შესაძლებლობებს და სასიამოვნო სიურპრიზებს მოუტანს. თქვენი ბუნებრივი მიმზიდველობა და სტაბილურობა სხვებისთვის მაგნიტივით იმოქმედებს. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, ეს იდეალური დროა კავშირის გაღრმავებისთვის და საერთო გეგმების...

დაწვრილებითDetails

განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს ბედი ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
რიტუალი ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად, რომელიც მთვარის დაბნელებაზე უნდა შესრულდეს
მთავარი

კურო კვირა დაიწყება მშვიდი განწყობით, რადგან მთვარე თევზებში თქვენს ემოციურ ჰარმონიას გააძლიერებს. 17 ივნისიდან მარსი ქალწულში გაააქტიურებს პარტნიორულ თემებს და თქვენ წინ გელით სასიამოვნო, რომანტიკული დღეები. 20 ივნისს მზე კირჩხიბში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"