LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

“ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის იმას, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები” – სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2025/06/16-ში
A A
94
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან საქართველოში ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN Prima NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პირველ რიგში, ვაგრძელებ ჩემს, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის როლს. საქართველოში ყველა სხვა ინსტიტუტი ახლა პარტიული ორგანოა. ისინი აღარ არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, ისინი აღარ არიან დამოუკიდებლები. ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს ფიგურა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს უწყვეტობას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სიმბოლურია. მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს, მაგრამ ვიყენებ ამ სიმბოლიკას და ნდობას, რომელიც საქართველოში ხალხისგან მივიღე, რათა ვცადო ოპოზიციის კოორდინაციისა და გაერთიანების როლის შესრულება. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ რეჟიმს და ქვეყნის გარეთ წარმოვაჩინოთ ის, რაც საქართველოში ხდება. ვცდილობ, ვაჩვენო, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და ვიყო იმ ადამიანების ხმა, ვინც ქუჩაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს და ვიყო მათი ხმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩემი კონტაქტებისა და ნაცნობების წყალობით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები გრძელდება და ეს აქციები რეალურად, ორ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ხალხი ქუჩებში გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ.

„ასე რომ, ჩვენ არსებობის ბრძოლაში ვართ, რაც ხსნის, თუ რატომ არ ნებდებიან ადამიანები, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტიპური პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრად მეტია და ეხება საქართველოს მომავალს. ვფიქრობ, შესაძლოა, პარტნიორები საკმარისად არ აფასებენ იმას, რომ აქ მიმდინარე მოვლენები გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული პარტნიორებისთვისაც, იქნება ეს შეერთებული შტატები თუ ევროპა და ეს მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს ეხება მთელ კავკასიასა და შავ ზღვას და, შესაბამისად, ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობას. რუსეთი უფრო ფართო გამოწვევას ქმნის აქ, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა დიდ ინვესტიციებს დებს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად, დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად, იმისთვის, რომ შეიქმნას უსაფრთხო და სანდო პარტნიორი როგორც ევროპისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის შავი ზღვის რეგიონში.

„ეს ყველაფერი მოულოდნელად ქრება ისე, რომ არავინ რეაგირებს თანმიმდევრულად და პოლიტიკურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ადგილზე რეაგირება უნდა მოახდინონ არამედ, სიტყვებით მაინც ნათლად თქვან, თუ რა ხდება“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. გინდა, შენი მეურნეობის განვითარება და გაქვს საკუთარი იდეის დაფინანსების სურვილი? ჩაერთე „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაში. პროგრამის მიზანია მესაქონლეობის, რძის წარმოების, მეფუტკრეობის,...

დაწვრილებითDetails

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
მთავარი

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ლუკამ მომდევნო ეტაპზე იტალიელი კრისტიან პარლატის აჯობა,...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ჩვილის ცხედარი არხში იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის ტერიტორიაზე,  არხში,  ჩვილი ბავშის ცხედარი იპოვეს. ადგილი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით. როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გულშემატკივრებს მიმართავს: „მეგობრებო, 2 დღის წინ სახლში ყოფნისას, უწყინარ სიტუაციაში, უცაბედად დავეცი. მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში. მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო...

დაწვრილებითDetails

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ცნობილია, ევროპის ჩენპიონატზე, ბექაურის ნაცვლად ვინ იჭიდავებს
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეორე შეხვედრა გამართა – ქართველი მერვედფინალში იტალიის წარმომადგენელ კენი კომი ბედელთან იუკოთი მოულოდნელად დაამარცხა და ტურნირს გამოეთიშა....

დაწვრილებითDetails

“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს” – „ჰელსინკის კომისია“

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს” – „ჰელსინკის კომისია“
მთავარი

აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია. „200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების...

დაწვრილებითDetails

26 წლის ლაშას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
26 წლის ლაშას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

26 წლის ლაშა ფალავანდიშვილს საზოგადოების დახმარება და თანადგომა ჭირდება! ლაშას რვა თვის ასაკში დაუდგინდა თირკმლის უკმარისობა. ასევე, მას არ ქონდა საშარდე ბუშტი. 2006 წლამდე მისი მკურნალობა სამწუხაროდ არასწორად მინდინარეობდა (როგორც...

დაწვრილებითDetails

ბექაურმა და მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ბექაურმა და მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს
მთავარი

ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ასპარეზობენ. მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ

by მეგა TV
ივნისი 17, 2025
0
ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს
მთავარი

ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს გუნდები ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელზეც დღეს შეთანხმდნენ, საშუალებას მისცემს ევროკავშირს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"