LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორონავირუსი სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებისთვის გამანადგურებელი იქნება – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ახალი კორონავირუსის შემთხვევების 82% მიმდინარეობს მსუბუქად – ამირან გამყრელიძე

დაპოსტა 2020/02/24-ში
A A
227
ნახვა
გაზიარება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში იყო.

გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს, დაახლოებით, 14% მწვავე შემთხვევებია, ხოლო 5% – კრიტიკული.

„სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო მსოფლიოში 2500-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილიანობის პროცენტი ჩინეთში 2.3-ია. სხვა ქვეყნებში, ჩინეთს გარეთ, სიკვდილიანობის პროცენტი 0.5-0.6-ს არ აღემატება. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ როცა სიკვდილიანობას ვადარებთ, ყოველთვის ვადარებთ სხვა ინფექციებს. კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობა ბევრად დაბალია ჯერადობით, ვიდრე ეს იყო SARS-ის ინფექციის დროს, რაც 9-10%-მდე იყო. ასევე ბევრად დაბალია, ვიდრე იყო „მერსის“ კორონავირუსული ინფექციის დროს, როცა 35% იყო. ბევრად დაბალია, ვიდრე ეს გახლავთ ებოლას და სხვა ინფექციების დროს.

შემთხვევების 82% მიმდინარეობს მსუბუქად, ანუ ადამიანები ჯანმრთელდებიან. დაახლოებით, 14%-შია მწვავე შემთხვევები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, ხოლო 5% კრიტიკული შემთხვევებია, რომელიც რეანიმაციას საჭიროებს. სამწუხაროდ, 2 %-ია სიკვდილიანობის. გთხოვთ, რომ ნუ დავზაფრავთ მოსახლეობას, რომ ვრცელდება „მკვლელი ვირუსი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი დილის მონაცემებით ჩინეთში 409 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, საერთო დადასტურებული შემთხვევა კი, 77 150-ია.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ჩინეთში 2443 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებიდან 24 700-მდე პირი გამოჯანმრთელდა.

ამ კვირის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი იმსჯელებს ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, რამეთუ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

თუ აქამდე ევროპაში თითო-ოროლა შემთხვევა იყო, იტალიაში ეპიდაფეთქება გვაქვს, მის ჩრდილოეთ რეგიონში, ლომბარდიის და ვენეტუს რეგიონებში, იქ უკვე სრული კარანტინია გამოცხადებული. დღევანდელი დილის მონაცემებით, იტალიაში 150-ს ასცდა დაავადებულთა რიცხვი, 3 ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება113

დაკავშირებული -პოსტები

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
დოლარის ფასი დაეცა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59კმ-ში, სოფელ მამიშლართან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.    

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია
მთავარი

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

როგორ მოვიშოროთ კოღოები სამუდამოდ

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი
მთავარი

ზაფხულის დადგომასთან ერთად კოღოები ბევრისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში არაერთი რეპელენტი იყიდება, არსებობს მარტივი, ხელმისაწვდომი და ბუნებრივი საშუალებებიც, რომლებიც მწერების მოგერიებაში დაგეხმარებათ.   სპეციალისტების განმარტებით, კოღოები განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.   სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

რომელი ზოდიაქოს ნიშნები იპოვიან პირად ბედნიერებას ივლისში

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
რა ფერის ტანისამოსს არ უნდა გაეკაროთ ახალ წელს, იღბალმა, რომ არ მიგატოვოთ – ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ფეისბუქ-გვერდი „Astrologia.ეზოთერიკა.რიტუალები“ აქვეყნებს ინფორმაციას ზოდიაქოს ნიშნების შესახებ, რომლებიც ივლისში პირად ბედნიერებას იპოვნიან. ეს ხელსაყრელი პერიოდი იქნება მხოლოდ რამდენიმე ნიშნისთვის. კურო იღბლიანთა სიაში მოხვდა. თვის დასაწყისში მათ უნდა დაალაგონ გრძნობები, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

აბაშაში, ბანკში 1 პირი შეიჭრა, ის სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

კაცი, რომელიც აბაშაში, "საქართველოს ბანკში" შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა, სავარაუდოდ, მოქმედი სამხედროა. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცმა ბანკში სანადირო იარაღიდან მხოლოდ ერთხელ გაისროლა და ადგილზე მყოფ ადამიანებს სთხოვა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

ქუთაისის ციხეში დასაშვებზე 30%-ით მეტი პატიმარია - ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკაში ვკითხულობთ.  პატიმრების და პრობაციონერების მაისის სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 308 პატიმრით მეტი იმყოფება, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით დაწესებულებაში...

დაწვრილებითDetails

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. „აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 694 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
ხილულ გამონაბოლქვზე ქუთაისში 34 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"