LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქართველი ბავშვი ChatGPT-ის მიერ დასმულმა დიაგნოზმა გადაარჩინა

ქართველი ბავშვი ChatGPT-ის მიერ დასმულმა დიაგნოზმა გადაარჩინა

დაპოსტა 2025/05/22-ში
A A
406
ნახვა
გაზიარება

ქართველი ბავშვი ChatGPT-ის მიერ დასმულმა დიაგნოზმა გადაარჩინა, – ამის შესახებ ბავშვის მამა, გოგა ბერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შარშან მაისში პირველად დავწერე საჯაროდ ნიკოს გენეტიკური დაავადების შესახებ, სადაც ვახსენე, რომ დიაგნოზი როგორ დაისვა ცალკე დიდი ამბავი იყო და სხვა დროს მოვყვებოდი.

მაშინ უბრალოდ მინდოდა ინფორმაცია მომეწოდებინა, თუ რა არის ცისტური ფიბროზი (Cystic Fibrosis), რადგან მაისის თვე აღნიშნული დაავადების ცნობიერების ამაღლების თვეა და მინდოდა უფრო მეტ ადამიანს სცოდნოდა თუ როგორი ტიპის ხელშეწყობა სჭირდებათ ამ ადამიანებს. აღარ მინდოდა იქვე მომეყოლა, თუ რა საოცარი ამბავი იყო დიაგნოზის დასმა და რა უკიდურესად მძიმე ვითარებაა ქართულ მედიცინაში.

დაახლოებით 6 თვის ასაკიდან ნიკოს დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. მატების ნაცვლად დაიწყო წონაში კლება. დღითიდღე სუსტდებოდა ფიზიკურად. უჭირდა საჭმლის ყლაპვა, არაფრის ენერგია აღარ ჰქონდა, ახველებდა და ხმაც შეეცვალა.

მთელი ეს პერიოდი ისტერიულად დაგვყავდა ექიმებში, რომ გაგვეგო ბავშვს რა აწუხებდა. ხან რას ვისმენდით ხან რას. ყველა ვიზიტი ბოლოს მთავრდებოდა ერთი და იგივე ტექსტით: „აბა დააკვირდით რამდენიმე დღე როგორ იქნება“ და გვიშვებდნენ სახლში. ამ ფრაზას ჭკუიდან გადავყავდით, მაგრამ არ ვიცოდით რა უნდა გვექნა.
ყოველი იმ რამდენიმე დღის შემდეგ უფრო და უფრო დამძიმებული მიგვყავდა კლინიკაში. ახლო-ახლოსაც კი არ ამბობდა არცერთი ექიმი რაში შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემა. ვსვამდით უამრავ კითხვას, რომელზეც ყველასგან სხვადასხვა პასუხებს ვიღებდით. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ექიმების მხრიდან აბსოლუტური ნოლი ემპათია. ბავშვი დაგვყავდა ყველანაირი რეკომენდაციებით „საუკეთესო ექიმებთან’ და ზუსტად მათგან ვიღებდით ყველაზე ზერელე დამოკიდებულებას.

იმ დღეს, როდესაც საავადმყოფოში დააწვინეს, უკვე იმდენად დამძიმებული იყო, რომ საერთოდ შეწყვიტა ჭამა და ფაქტიურად გაღვიძებულზეც ეძინა ბავშვს. ოღონდ „დააწვინეს“ ხმამაღალი ნათქვამია.

მივარდით ექიმთან და ვანახებთ სანახევროდ უგონო მდგომარეობაში ბავშვს პასუხად მივიღეთ – „დააკვირდით“.
რას დავაკვირდეთ? როგორ მაკვდება ბავშვი ხელებში მაგას „დავაკვირდე“? მოკლედ მივხვდით, რომ აზრი აღარ ქონდა ამათ ყურებას და გამოვარდით და სასწრაფოდ რეანომობილით კლინიკაში გავაქანეთ დასაწვენად.
შეყვანისთანავე რამდენიმე ანალიზი გაუკეთეს ბავშვს და ცოტა ხანში ექიმი გამოდის და გვეუბნება:

– კალიუმი იმდენად დაბალია, რომ შეიძლება გული გაუჩერდეს და სასწრაფოდ გადასხმას ვიწყებთო.
ალბათ არაა რთული წარმოსადგენი რა დაგვემართებოდა. აქედან დაიწყო გაუთავებელი გადასხმები, რადგან მიიღებდა თუ არა ბავშვი კალიუმს, ისევ სწრაფადვე კარგავდა და მძიმდებოდა.

წარმოუდგენელ, ენით აუღწერელ არაპროფესიონალიზმს ვაწყდებოდით ყოველ ნაბიჯზე.
დაწყებული აბსოლუტური ნოლი ემპათიით, გაგრძელებული ჰიგიენური ნორმების დარღვევით და დამთავრებული ყველაზე მნიშვნელოვანით – დიაგნოზით, რომელთან ახლოსაც ვერავინ მივიდა.
დავრბოდით ერთი კლინიკიდან მეორეში ანალიზებით და ფორმა 100-ებით. ვარაუდის დონეზეც ვერავინ გვეუბნებოდა რა ჭირდა. ადგილი აღარ ქონდა ბავშვს ნემისის საჩხვლეტად ანალიზისთვის. საცერივით ქონდა კიდურები.
ეგ კი არა, რის მერე რა ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა მაგსაც მე ვეუბნებოდი ექიმებს და მათი პასუხებიც საინტერესი იყო: „კიბატონო, გადასამოწმებელია ეგეც. გავაკეთოთ.“
ანუ მამა უნდა გეუბნებოდეს გასაკეთებელი რომ არის ანალიზი?
3 თვე გავატარეთ ამ საგიჟეთში.

გაინტერესებთ ბოლოს დიაგნოზი როგორ დავსვით?

ჩემ ძმაკაცთან ერთად ვზივარ, მთელი ანალიზები და საბუთები მიდევს წინ და თავი მაქვს ახდილი, რა ვქნა არ ვიცი და ვბჭობთ ერთად რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. პარალელურად ვრეკავთ სხვადასხვა ქვეყნების კლინიკებში.
ამ დროს სულ ახალი „გაჩითულია“ ხელოვნური ინტელექტი და ChatGPT და ათვისების პროცესში ვიყავი.

ავდექი და მეთქი იქნებ რამე საინტერესო მითხრას თქო და მთელი ანამნეზი ჩამოვუწერე ქრონოლოგიურად.
რამდენიმე წამში დამიწერა, რომ სიმპტომებიდან გამომდინარე დიდი ალბათობით ეს იყო Cystic Fibrosis.
ვერც მივხვდი რაზე იყო საუბარი, რადგან მანამდე 3 თვის განმავლობაში არც ერთ ექიმს არც კი უხსენებია მსგავსი არაფერი.

ისევ ChatGPT-ისთან საუბრით და Google-თი მივხვდით, რომ სიმპტომები მართლა ემთხვეოდა.
ავიღე ტელეფონი და ვურეკავ ექიმს. გზაში ვფიქრობ – ეხლა ამას რომ ვუთხრა ეს დაავადება ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრა თქო ალბათ დამცინებს ან გამომლანძღავს, მთელმა ქვეყანამ ვერ გავიგეთ ბავშვს რა ჭირს და რაის „ჩეთჯიფითიო“.

ამიტომ ექიმს ვეუბნები: ანალიზები პარალელურად თურქეთში მქონდა გაგზავნილი და იქიდან ვარაუდი ამ დაავადებაზე გამოთქვეს და თქვენ რას ფიქრობთ მეთქი?

პასუხი იქიდან: ცისტური ფიბროზი რა შუაშია აქ? ეგ სულ სხვა დაავადებაა. არაფერ კავშირში არაა, რა სისულელეა.
მეთქი სიმპტომები ხომ ემთხვევა და რამე ანალიზი ხომ არ გავუკეთოთ მაინც?
ამ კლინიკაში მაგ ანალიზებს ვერ გავაკეთებთ და თუ გინდა სხვა კლინიკდან შენთვითონ მოიყვანე ექიმიო
ზოგადად ცისტური ფიბროზის დასადგენად 2 ანალიზს იყენებენ.

1. ოფლის ტესტს (რომელიც 100%-იან პასუხს არ გაძლევს, მაგრამ დიდი ალბათობით ვარაუდს გეუბნება).
2. გენეტიკურ ანალიზს (რომელიც საქართველოში რასაკვირველია არ კეთდება).
მოვიყვანე ოფლის ტესტის გასაკეთებლად სხვა კლინიკიდან ექიმი.
გაუკეთეს და ჰოი საოცრებავ – ზღვარზე ბევრად მაღალია მაჩვენებელი.
მყისიერად გავაგზავნეთ მიუნხენში გენეტიკური ანალიზიც (მარტო ეს ერთი ანალიზი 5,000 ლარამდე ღირს).
იქიდან ჩამოგვივიდა პასუხი – ცისტური ფიბროზი.
ექიმების გაოცებული სახეები უნდა გენახათ. მართლაც, როგორი საოცრებაა – ზუსტად ის დიაგნოზი ჩამოვიდა, რისი სიმპტომებიც ერთ-ერთში აქვს ბავშვს 3 თვეა. ვაუ, ნეტა ვინ იფიქრებდა?
ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ დიდი ალბათობით იქვე აგვკიდეს ბაქტერია Staphylococcus Aureus (ე.წ. ოქროსფერი სტაფილოკოკი), რომელიც კლინიკიდან გაწერის შემდეგ აღმოვუჩინეთ და შემდეგ თვეები ვებრძოდით ანტიბიოტიკებით.

სანიტარული ნორმები რომ გენახათ, რაც ხდებოდა ამ კლინიკებში, ეჭვიც არ შეგეპარებოდათ.ამის შემდეგ უკვე 2 წელზე მეტია მოვდივართ უამრავი წამლით, ანტიბიოტიკებით, ვიტამინებით, ფიზიოთერაპიებით და სახლში მოწყობილი “მინი ლაბორატორიით”.თუმცა ყველაზე მთავარი მედიკამენტი – CFTR Modulator-ი არ გვაქვს. რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია და ჩვენთან რა თქმა უნდა არ არის. პ.ს. მხოლოდ 2 ექიმი შეგვხვდა, ვისზეც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მაგრები არიან და დღემდე ამ ადამიანების ხელშია ნიკოს ჯანმრთელობა – პედიატრი ირაკლი რცხილაძე და გენეტიკოსი დოდო აგლაძე.ძალიან ყურადღებიანი პროფესიონალები არიან თავისი საქმის და უღრმესი მადლობა ამ ადამიანებს“,- წერს ბავშვის მამა სოციალურ ქსელში

გაზიარება162

დაკავშირებული -პოსტები

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი – როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს....

დაწვრილებითDetails

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება
მთავარი

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ აგრძელებს მოსახელობასთან შეხვედრებს რეგიონებში. 26-28 ივლისს კამპანიის ჯგუფი მიდის იმერეთში. ვიზიტის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს ავტომობილი და სკუტერი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ყოფილ ,,ქორწინების სახლთან" მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ მსუბუქად დაშავდა სკუტერის მძღოლი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და...

დაწვრილებითDetails

სანქციებულია „ინტერ რაო” – რა ელის „თელასსა“ და „თელმიკოს“

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
ეკონომიკა

"ინტერ რაოს" სანქცირების შემდეგ ექსპერტები ენერგოკომპანიების - თელასის და თელმიკოს გადარჩენის გზებს ეძებენ. მასალას ,,ტვ პირველი" აქვეყნებს. ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო ოპერაციები, კომპანიის სამომავლო მფლობელობა და ქვეყნის რეპუტაციული...

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ,,მეგობრებო ჩვენი ძმა და მეგობარი გოგი აბაშიძე ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ. ძირითადად ჩადიოდა საქართველოს ბანკის წინ. ვგულისხმობ სადაც არის ცენტრალური ოფისი. ტელეფონი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"