საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია გაჭირვებით დაამარცხა
სულ რამდენიმე წუთის წინ თბილისში დასრულდა „ევრობასკეტის“ შესარჩევი მატჩი საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებებს შორის.
ჩვენი გუნდი თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა და მძლავრადაც დაიწყო თამაში. მეორე მეოთხედის შუაში დაფიქსირდა საკმაოდ დიდი, 21(!) ქულიანი სხვაობაც კი ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ, თუმცა შემდეგ სტუმრებმა თამაში დაალაგეს და მატჩის ძირითადი დრო ფრედ 79:79 დამთავრდა.
ოვერტაიმში საქართველოს ნაკრებმა მაინც გატეხა მოწინააღმდეგე და საბოლოოდ 96:88 დაამარცხა ჩვენი ქვეჯგუფის აუტსაიდერი.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს სერბეთში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ცნობილია გონიოში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას ბესო მიქელაძე ემსხვერპლა. ,,როგორ დამენანე ბესო ძალიან მეწყინა შენი ამბავი უფალმა ნათელში ამყოფოს შენ სული გითანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს" ,,ვაიმე ეს რა უბედურება დაატყდათ თავს, ამ...










