საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია გაჭირვებით დაამარცხა
სულ რამდენიმე წუთის წინ თბილისში დასრულდა „ევრობასკეტის“ შესარჩევი მატჩი საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებებს შორის.
ჩვენი გუნდი თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა და მძლავრადაც დაიწყო თამაში. მეორე მეოთხედის შუაში დაფიქსირდა საკმაოდ დიდი, 21(!) ქულიანი სხვაობაც კი ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ, თუმცა შემდეგ სტუმრებმა თამაში დაალაგეს და მატჩის ძირითადი დრო ფრედ 79:79 დამთავრდა.
ოვერტაიმში საქართველოს ნაკრებმა მაინც გატეხა მოწინააღმდეგე და საბოლოოდ 96:88 დაამარცხა ჩვენი ქვეჯგუფის აუტსაიდერი.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს სერბეთში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...










