LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში – რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის

ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში – რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის

დაპოსტა 2025/05/12-ში
A A
443
ნახვა
გაზიარება

ქუთაისი ხომ ის ქალაქია, სადაც სიმღერა ფანჯრების დარაბებიდან ისმის და ლეგენდების ისტორიები ფონად მიჰყვება. თანამედროვეობის ქუთაისურ ამბებს მაკდონალდსი 2010 წლიდან შეუერთდა. მხოლოდ გემრიელი ბურგერებით არა, თავისი ხარისხით, მომსახურების სტანდარტებით და ატმოსფეროთი. მაკდონალდსმა ამერიკული ცხოვრების სტილი იმერულ ყოველდღიურობად აქცია და მაგიური ოქროს თაღით, ბავშვური სიხარულით და შეუჩერებელი ენერგიით, ჯადოსნური ეპოქის დასაწყისი გახდა ქალაქისთვის.

ქალაქში, სადაც დღემდე ლადო ალექსი მესხიშვილის თეატრს, პირველ კომედიურ “გაყრას” და ახალი მოძრაობის დასაწყისს იხსენებენ, სულ სხვა ენაზეც ალაპარაკდნენ –  “ერთი ჩიზბურგერის მენიუ, ჰეფი მილი და მაკკაფეს ყავა”.

“მაკდონალდსი” ქუთაისში არ არის უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტი – ეს არის ადგილი, სადაც დღე იწყება ღიმილით და სრულდება მოგონებებით. აქ თინეიჯერები ერთმანეთს პირველად ხვდებიან, სტუდენტები –  უფასო Wi-Fi-ს იყენებენ, ხოლო ბავშვებისთვის ჰეფი მილის გახსნა თითქოს საიდუმლო კარის გაღებას ჰგავს, საიდანაც ჯადოსნურ სამყაროში ინაცვლებენ.

ქუთაისის მაკდონალდსი – ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ერწყმის ტრადიცია თანამედროვეობას, ადგილობრივი თვითმყოფადობა – გლობალურ გამოცდილებას.

მაკდონალდსის გლობალური სტანდარტების თანახმად, რესტორნების პერიოდული განახლება სავალდებულოა. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს “Modernization” მაჩვენებლის მაღალ დონეზე შენარჩუნებას და მომხმარებლებისთვის მუდმივად თანამედროვე, კომფორტული და ინოვაციური გარემოს შეთავაზებას. ამ სტანდარტის დაცვით ქუთაისის მაკდონალდსი სრულად განახლდა.

განსაკუთრებით,  შესამჩნევია განახლება ინტერიერში. ახალი, მყუდრო ტერასა გამორჩეული სივრცეა,  როგორც ყავით დასვენებისთვის, ისე მეგობრული და  საქმიანი შეხვედრებისთვის.

რემოდელინგი მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებას არ ნიშნავს — ეს არის გამოცდილების გაუმჯობესება, დროის და მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ. თანამედროვე სტანდარტების დანერგვა მოიცავს ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და ციფრული სერვისების სრულყოფას. განახლებული IT ინფრასტრუქტურა გულისხმობს სტაბილურ და სწრაფ Wi-Fi-ს, დახვეწილ კიოსკებს, ხოლო შეკვეთის პროცესი ახლა კიდევ უფრო მარტივი და სწრაფია, რომელიც ქმნის პერსონალიზებულ გამოცდილებას მომხმარებლისთვის  – იქნება ეს აპლიკაციის მეშვეობით გაკეთებული წინასწარი შეკვეთა, თუ ციფრული ეკრანიდან მარტივად შერჩეული მენიუ.

ასევე განახლდა დრაივ ზონა – ნაცნობი და საყვარელი მარშრუტი მძღოლებისთვის, ახლა უფრო ეფექტური მომსახურებითა და კომუნიკაციის გაუმჯობესებული სისტემით გამოირჩევა. მთავარი მიზანი მარტივია: მაქსიმალურად შემცირებული მოლოდინის დრო.

როდესაც გაუმჯობესებულ მომსახურებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად აღსანიშნია ე.წ Curbside სერვისი, რომლის საშუალებითაც, საკუთარი ავტომობილით მაკდონალდსში მისული სტუმარი ჩერდება სპეციალურად განკუთვნილ ავტოსადგომზე, თავს არიდებს მაკდრაივის რიგს და აპლიკაციის მეშვეობით გაკეთებულ შეკვეთას ადგილზე იღებს.

ქუთაისის განახლებული მაკდონალდსი არის პასუხი თანამედროვე ქალაქის მოთხოვნებზე. ეს არის სივრცე, რომელიც თანხვედრაში მოდის იმ საჭიროებებთან, რაც ქუთაისის თანამედროვე ცხოვრებას ახასიათებს: სწრაფი რიტმი, კომფორტი და სიახლეებისადმი სიყვარული. ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ათწლეულს იწყებს.

ქუთაისის განახლებულ რესტორანაში 50, ხოლო ჯამურად ქუთაისის ორივე რესტორანში 150-მდე ადამიანია დასაქმებული. “მაკდონალდს საქართველო” ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დღეის მდგომარეობით, 2200-მდე ადამიანს ასაქმებს.  გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ქუთაისის მაკდონალდსის რემოდელინგის ინვესტიცია 4 მლნ ლარს შეადგენს, მაკდონალდს საქართველოს, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 202 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, აქედან მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში 10 მლნ ლარი. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 233 მილიონ ლარს აღწევს, მხოლოდ 2025 წელს ბიუჯეტში შენატანმა თანხამ 8.5 მლნ ლარი შეადგინა. მაკდონალდს საქართველო 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნასა და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

გაზიარება177

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქრონიკა+” - ის რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი კამლაძე დაიკითხება. დღევანდელი, ისევე როგოც სხვა სხდომები დახურულ...

დაწვრილებითDetails

ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ლა­ნას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა – BBC
მთავარი

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ შედის ქალაქში ათასობით...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

ყოველწლიურად ათეულობით შემთხვევა რეგისტრირდება, ლეტალობა 10-40%-ია – მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ტკიპებით გადამდები დაავადებების შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებით ყირიმ-კონგოს ცხელებაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ბუწაშვილი წერს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადებაა ტკიპებით გადამტან ინფექციებს შორის...

დაწვრილებითDetails

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"