საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ4-კმ9 მონაკვეთზე, მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 27 მარტს, 12:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება გზის ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გიორგი ფაჩუაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ემიგრაციაში კიდევ ერთ ქართველ ახალგაზრდას ზაურ (გიორგი) ფაჩუაშვილს— კეთილ, გულწრფელ და სანდო ადამიანს, კარგ შვილს, კარგ...










