დღეს ვალენტინობაა და თქვენი საყვარელი ადამიანისთვის გემრიელი და მარტივი დესერტის მომზადებას გთავაზობთ.
ჟელატინის გულები თქვენი.რჩეულის.გულს თავიდან დაიპყრობს.
შემადგენლობა:
ჟელეს წითელი ფერი – 85 გრამი
ჟელატინი – (3 სუფრის კოვზი)
წყალი – 85 მლ
შედედებული რძე – 115 გრამი
ჟელეს თეთრი ფერი – 85 გრამი
მომზადების წესი:
ჩაასხით პატარა ქვაბში ჟელე – წითელი ჟელატინის ფხვნილი, ჟელატინი, დაამატეთ წყალი და დავტოვოთ, ვიდრე არ გასქელდება.
ქურა დააყენეთ საშუალო ცეცხლზე და ავადუღოთ, რათა დადნეს შაქარი და ჟელატინი, ძალიან ნუ გადაადუღებთ.
დაგჭირდებათ სილიკონი, რომელსაც აქვს გულის ფორმები. ჩაასხით მასში წითელი ჟელატინი და დადგით გრილ ადგილზე.
ახლა გჭირდებათ შედედებული რძე თეთრ ჟელესთან ერთად. ჟელატინი წყლით უნდა იყოს გაჟღენთილი.
დადგით ცეცხლი რათა დადნეს ჟელატინი.
გადმოიღეთ ქურიდან და დაამატეთ შედედებული რძე, აურიეთ.
შეავსეთ გულის ფორმები თეთრი ჟელატინით და დაამატეთ ზემოდან შედარებით მეტი, ცივი წითელი ჟელე.
მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
შემდეგ გადმოიღეთ ჟელატინის გულები სილიკონის ფორმებიდან და გაუმასპინძლდით სტუმრებს.