LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება

რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება

დაპოსტა 2025/03/13-ში
A A
1.2k
ნახვა
გაზიარება

საკმეველს აქვს მადლი და კურნების ძალა. იცოდით, რომ სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, მას განკურნება შეეძლო? ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული საკმევლის დახმარებით ინტენსიურად კურნავდნენ სნეულებს. ბიბლიაშიც ნათქვამია, თუ როგორ კარნახობდა უფალი მოსეს, რომ კეთილსურნელოვანი ფისის გაერთიანებით, სამკურნალო წამალს მიიღებდა.

საკმევლის სასიამოვნო სურნელი და არომატი ჩვენ სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.

***

საკმეველი, გუნდრუკი ანუ კეთილსურნელება ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. საკმევლის კმევა წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.

საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს. “წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე…” (ფს.140,2)

***

მღვდელი საკმევლის კმევისას ამბობს: “საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა”. ანუ კეთილსურნელების შეწირვით უფლისაგან სულიწმინდისეული მადლის მონიჭებას ვითხოვთ. ამიტომაც, როდესაც სასულიერო პირი აკმევს მორწმუნეებს, უკანასკნელნი ღვთისადმი მორჩილების, ერთგულებისა და სულიწმინდის მადლის მიღების ნიშნად ქედს იხრიან.

საკმევლის დამზადების რეცეპტი, თავად უფალმა უკარნახა მოსეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ  “უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა”.

საკმევლის შემადგენლობაში შემავალ  ძირითად მასალას ფართოფოთლებიანი ხისგან – ბოსველიასგან აწარმოებენ, რომელიც არაბეთის სანაპიროებსა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ძირითადად კი სომალიში იზრდება. საკმევლის მწარმოებლები ფრთხილად კვეთენ ვოსველიას ქერქს, საიდანაც ნაზი, გამჭვირვალე და წებოვანი მასა გადმოედინება.

საკმევლის მარცვლები წვისას დამახასიათებელ ნაზ სურნელებას გამოყოფენ. ძირითადად საკმეველი სხვადასხვა მინარევების სახით გამოიყენება, რომელთაგან ჭარბობს მირონი, ბენზოლი და არომატული ნივთიერებები.

სუფთა ლებონა – სწორედ ეს არის გუნდრუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა. საკმეველი შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს, მწვანე ნივთიერებებს. ნაწილობრივ იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში.

სურნელოვანი ხელბანა – ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი – წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქულ მდგომარეობაში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მედიცინაში.

ამ კომპონენტების ერთად შეზავების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმევლის სამკურნალო თვისებები. შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი!

აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსახურები ავადმყოფ ადამიანებს საკმეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა. მედიცინის ენაზე კი – ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა. უმცირესი ნაწილაკები ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწევისას, ახდენს წარმოუდგენელ გამაჯანსაღებელ ეფექტს! საკმევლის კვამლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ამარცხებს სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობას.

გარდა ამისა, საკმეველს აქვს ძალა დემონების წინააღმდეგ. ამიტომ საკმეველი ყოველდღიურად უნდა დაანთოთ.ლოცვის დროს, დილა-საღამოს, შუადღეს, მაშინ მით უფრო, როცა სახლში დაძაბულობაა. საკმეველი სახლში ცვლის ატმოსფეროს, ხდის სურნელოვანს, ისადგურებს მშვიდობა… მაცდური ძალისა და დემონების ადგილი არ არის სახლში, სადაც საკმეველი ყოველდღიურად ინთება. საკმეველი სახლს ეკლესიად აქცევს და აქ მცხოვრებ ყველა სულს ღვთიური კურთხევით ავსებს.

წყარო: პრაიმ ტაიმი

გაზიარება476

დაკავშირებული -პოსტები

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს მიმართავს
მთავარი

ნატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დაზარალებულს მიმართავს და ურჩევს “გაფილტროს ტკივილი ბრაზისგან, ფაქტი - ვარაუდისგან, დამნაშავე კი - უდანაშაულოსგან.“   როგორც კუბლაშვილი ამბობს, თვითონაც არაერთი...

დაწვრილებითDetails

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქკეზე დაკავებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 უცხოელი ტურისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.   მას საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

დანაშაულია, იმერეთში კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო – რას წერს დათო სიმონია

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დანაშაულია, იმერეთში კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო – რას წერს დათო სიმონია
მთავარი

იმერეთში, სოფელი გოგნის მიმდებარედ კოლხური ტყის ჩეხვა დაიწყო. კოლხური ტყე არის ტყეების ტიპი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის მემკვიდრეობად ითვლება. მასში შედის უძველესი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები: ბზა, მუხა, წაბლი, უთხოვარი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს
მთავარი

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.   მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ...

დაწვრილებითDetails

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
მთავარი

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა. ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება
მთავარი

ხონის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანი ჩხეიძემ ლიეტუაში, LCC- საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა. მან 20%-იანი დაფინანსება მოიპოვა და გლობალური ბიზნესი და საზოგადოებრივი ჩართულობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
მთავარი

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...

დაწვრილებითDetails

უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და გაუგზავნა რამდენიმე პირს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს მობილურ ტელეფონში ინახავდა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"