ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მისი ცნობით პოლიციელი მამაკაცი ცოლზე ძალადობდა და ამის შესახებ იცოდა სპეციალურმა სამსახურმაც.
დღეს შევხვდი ქალს ბორჯომის რაიონიდან. პოლიციელის ცოლია. მოძალადე ქმარი ფხიზელზე თუ მთვრალზე სამსახურის იარაღიდან ისროდა და ემუქრებოდა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებიცაა, რაზეც აქ ახლა არ ვწერ.
პოლიციელი, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა, თავისუფლად გადაადგილდება ხან პირადი და ხან სამსახურის მანქანით. ერთხელ ხაშურში ფეხითმიმავალ ცოლს მანქანით აედევნა და მანქანით დატაკების სიმულაციას მიმართა.
ეს ქალი მებრძოლი ქალია. სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, პოლიციის რამდენიმე განყოფილებას მიმართა. იარაღის ვაზნებიც კი მიიტანა სამმართველოში. გენინსპექციასაც მიმართა და სპეციალურ სამსახურსაც. ნოემბრიდან ჩივის და აღარაფრის იმედი აქვს. დღეს მითხრა, რომ ჩვენ მისი ბოლო იმედი ვართ ამ ქვეყანაში.
პოლიციელის ბიძები პროკურატურაში და თავდაცვაში მუშაობენ. ყველა საქმის კურსშია. ყველამ ყველაფერი იცის. ზოგიერთი პოლიციელი მასზე მართლა ღელავს და დახმარებას ინფივიდუალურად ცდილობს, მაგრამ სისტემა ჩამოშლილია.
თებერვლიდან მოყოლებული საფარი • Sapari – ს ადვოკატი ამ ქალის დაზარალებულად ცნობას უშედეგოდ ითხოვს.
ეს პოსტი გამაფრთხილებელი პოსტია!
მიხედეთ საქმეს! ნამდვილ საქმეს და არა მართალი ადამიანების დევნას აქციებზე! – წერს ბაია
8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის. „ცოტა ხნის წინ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...
სრულად ვიზიარებ მეუფე იაკობის და მეუფე გიორგის სულისკვეთებას, რომ პატრიარქის არჩევნებში ჩარევა არ უნდა მოხდეს, პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია, შესაბამისად ჩვენი განწყობაც, სურვილიც და მოწოდებაც სწორედ ეს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. სოფლების სანიორესა და მატანის, ასევე ქალაქ...
ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული წარსულში...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ....
20 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა ვარაუდობენ მცირე ნალექსაც წვიმის სახით. დღისით +15 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიურ ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7...