ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. მისი ცნობით პოლიციელი მამაკაცი ცოლზე ძალადობდა და ამის შესახებ იცოდა სპეციალურმა სამსახურმაც.
დღეს შევხვდი ქალს ბორჯომის რაიონიდან. პოლიციელის ცოლია. მოძალადე ქმარი ფხიზელზე თუ მთვრალზე სამსახურის იარაღიდან ისროდა და ემუქრებოდა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებიცაა, რაზეც აქ ახლა არ ვწერ.
პოლიციელი, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა, თავისუფლად გადაადგილდება ხან პირადი და ხან სამსახურის მანქანით. ერთხელ ხაშურში ფეხითმიმავალ ცოლს მანქანით აედევნა და მანქანით დატაკების სიმულაციას მიმართა.
ეს ქალი მებრძოლი ქალია. სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, პოლიციის რამდენიმე განყოფილებას მიმართა. იარაღის ვაზნებიც კი მიიტანა სამმართველოში. გენინსპექციასაც მიმართა და სპეციალურ სამსახურსაც. ნოემბრიდან ჩივის და აღარაფრის იმედი აქვს. დღეს მითხრა, რომ ჩვენ მისი ბოლო იმედი ვართ ამ ქვეყანაში.
პოლიციელის ბიძები პროკურატურაში და თავდაცვაში მუშაობენ. ყველა საქმის კურსშია. ყველამ ყველაფერი იცის. ზოგიერთი პოლიციელი მასზე მართლა ღელავს და დახმარებას ინფივიდუალურად ცდილობს, მაგრამ სისტემა ჩამოშლილია.
თებერვლიდან მოყოლებული საფარი • Sapari – ს ადვოკატი ამ ქალის დაზარალებულად ცნობას უშედეგოდ ითხოვს.
ეს პოსტი გამაფრთხილებელი პოსტია!
მიხედეთ საქმეს! ნამდვილ საქმეს და არა მართალი ადამიანების დევნას აქციებზე! – წერს ბაია
საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...
26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის...
ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში "ოთარი ექიმო" საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში: - გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ...
აგვისტოში საქართველოში, წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც აღინიშნება, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში. სინოპტიკოსების შეფასებით, ჰაერის ტემპერატურა...
დასავლეთ ირლანდიაში, გოლვეის საგრაფოში გათხრების დროს 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. გათხრები ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკურ დედათა და ბავშვთა ბავშვთა სახლის ადგილას მიმდინარეობს. გათხრების დეპარტამენტმა შედეგები გამოაცხადა. სპეციალისტებმა დამცავი კარვების ქვეშ...
თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. "ალბათ, ასეთ დროს...
ძალიან დიდი ტბა არის წარმოქმნილი, ერთ დღეს ეს ტბა იშობს თავს - ავთანდილ ოკრიბელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია თუ რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან რამდენიმე თვის შემდეგ. პოსტის...