იმერეთში დიდთოვლობის გამო 42 სოფლის გზაა ჩაკეტილი. 28 870 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში სწავლის პროცესი შეჩერებულია სკოლებსა და ბაღებში.
“თოვლის ნალექი ფიქსირდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე 109 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები ასევე იყრება გზებზე ტექნიკური მარილი და იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.
ინტენსიური თოვის გამო მუნიციპალიტეტების უმეტეს ნაწილში სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია 42 სოფლის გზა.
ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ ეს რიცხვი შემცირდეს. ელ. ენერგია არ მიეწოდება 28 870 აბონენტს, ამ მიმართულებითაც მუშაობს სპეც ჯგუფები რათა დროულად აღდგეს მიწოდება.” – ნათქვამია იმერეთის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმერეთში ორი დღეა ინტენსიურად თოვს. უამინდობა თვის ბოლომდეა მოსალოდნელი.










