ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან პედაგოგი გაათავისუფლეს.
“სამსახურიდან გამათავისუფლეს, ცეცხლი ოლიგარქიას, დამხობა რეჟიმს”, – წერს სოფო როინიშვილი სოციალურ ქსელში.
პედაგოგი სოფო როინიშვილი უწყვეტად მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში. აქტივისტი მის სამსახურიდან გათავისუფლებას სწორედ ამ აქტივობებს უკავშირებს.










