პარლამენტში არ არის არცერთი „ნაცის“ ადგილი, თუმცა, 12 „ნაცი“ რჩება პარლამენტში,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ვინაიდან მათ არ დაუწერიათ განცხადება საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის თაობაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ „გახარია საქართველოსთვის“ შემოიტანს განცხადებას მყისიერად შეუწყდებათ მანდატები, ხოლო თუ გააცდენენ სესიის სხდომების ნახევარზე მეტს, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ვფიქრობ, რომ პარლამენტში არ არის არცერთი „ნაცის“ ადგილი, თუმცა, 12 „ნაცი“ რჩება პარლამენტში. ვნახოთ, რეალურად ჩვენს ხელში არ არის ეს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ გიორგი გახარიას პარტიას არ დაუწერია განცხადება საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. თუ შემოიტანენ განცხადებას მყისიერად შეუწყდებათ მანდატები, თუ გააცდენენ სესიის სხდომების ნახევარზე მეტს, აქაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც აუცილებელია ჩვენი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის“,- აღნიშნა პრემიერმა.