ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მორიგი პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ დაახლობით 2 კვირაში გაიმართება. დაცვის მხარემ მირიან ბერულავას დაკავების ვიდეო ჩანაწერის ამოღება მოითხოვა შსს- უწყებიდან
მას გამოძიება, 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ბერულავას თქმით კი მზგავსს ადგილი არ ქონია და მან უბრალოდ პოლიციელებს განუცხადა : “სისტემას არ ვენდობი” .
მირიან ბერულავა სოხუმიდან დევნილია და ქუთაისთან ახლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში ქუთაისში, რეგიონულ ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა. ბერულავა ქუთაისში მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა.