“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – საქართველოში ქალების ინდივიდუალური პროტესტი მოეწყო.
ქალები სოციალურ ქსელში ვიდეოები გაავრცელეს და ინდივიდუალურ საპროტესტო მანიფესტს შეუერთდნენ.
ქალმა აქტივისტებმა გზის სავალი ნაწილების ღერძულა ხაზები დაიკავეს, მათ ხელში ბანერები ეჭირათ წარწერით “თავისუფლება მზია ამაღლობელს”. მათ ამ ფორმით ციხეში მოშიმშილე ჟურნალისტს სოლიდარობა გამოეცხადეს.
გამოცემა “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე მე-20 დღეა პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მზია ამაღლობელი 12 იანვარს “პოლიციელზე თავდასხმის” ბრალდებით დააკავეს.









