LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ბავშვებზე თავისი შვილიშვილებივით ზრუნავდა”- თურქეთში მომხდარ ტრაგედიას ქართველი ემიგრანტი დამსაქმებლის ოჯახთან ერთად ემსხვერპლა

“ბავშვებზე თავისი შვილიშვილებივით ზრუნავდა”- თურქეთში მომხდარ ტრაგედიას ქართველი ემიგრანტი დამსაქმებლის ოჯახთან ერთად ემსხვერპლა

დაპოსტა 2025/01/28-ში
A A
734
ნახვა
გაზიარება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში 21 იანვარს გაჩენილ ხანძარს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმროში ხანძრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 51 ადამიანი დაშავდა.

ცნობილი ხდება, რომ იმ საბედისწერო დღეს, სასტუმროში ქართველი ემიგრანტი ქალი, ლაურა სალუაშვილი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლეც შეეწირა გაჩენილ ხანძარს.

ლაურა თურქეთში წლების გამავლობაში ოჯახში მუშაობდა. როგორც ირკვევა, სწორედ ეს ოჯახი იყო წასული სამთო-სათხილამურო კურორტზე დასასველებლად და მათ თან ახლდა 57 წლის ლაურა სალუაშვილი. სამწუხაროდ, მასთან ერთად დაიღუპა ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ამ ბავშვების დედა.

ლაურა საქართველოში 24 იანვარს ჩამოასვენეს და 26 იანვარს თბილისში დაკრძალეს. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, ის ორი შვილის დედა იყო, ქალ- ვაჟი ჰყავს, ქალიშვილი გათხოვილია და ორი შვილიშვილის ბებია გახლდათ. ბიჭი დაოჯახებული არ არის. ძალიან უმძიმთ მომხდარზე საუბარი ოჯახის წევრებს.

“კვირის პალიტრა” ლაურას დას, მაია სალუაშვილს ესაუბრა. მან ტირილით გვიამბო თავის დაზე და იქ დატრიალებულ ტრაგედიაზე.

მაია სალუაშვილი, გარდაცვლილის და:

– ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ლაურა ჩემი და არის. წლებია წასულია საქართველოდან სამუშაოდ. 2009 წლიდან თურქეთში მუშაობდა. თავიდან 3 თვეში ერთხელ მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა, რომ ვიზა არ დაერღვია და საბუთები წესრიგში ჰქონოდა. მერე, როცა ამ ოჯახში დაიწყო მუშაობა, საბუთებიც მოუწესრიგეს. ჯერ ბავშვების ბებიასთან ცხოვრობდა, მისი ქალიშვილი – დეფნე რომ გათხოვდა, ბავშვების ბებიამ სთხოვა, მათთან გადასულიყო სამუშაოდ, რადგან პატარას ელოდებოდნენ და მას შემდეგ სულ დეფნესთან იყო. მინიმუმ 10 წელია იქ მუშაობს, ფაქტობრივად, მათი ოჯახის წევრი იყო. დროებითი საბუთი ჰქონდა. ოფიციალურად რეგისტრირებული იყო სამსახურში, დაზღვევას იხდიდა ჩვეულებრივ და ცხოვრობდა ოჯახში.

ორი ულამაზესი გოგონას გაზრდაში ეხმარებოდა. მართლაც როგორც ოჯახის წევრი, ისე იყო იქ, ბავშვებზე თავისი შვილიშვილებივით ზრუნავდა.

19 იანვარს წავიდნენ ამ კურორტზე დასასვენებლად. 17 იანვარს, პარასკევს ვესაუბრე მესენჯერით, ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ, მითხრა, რატომღაც ძალიან მეზარება იქ წასვლა, მაგრამ არ გამოვა, რომ არ წავიდეო. არ იყო ხელმოკლე ოჯახი, თუმცა ამ ოჯახის საქმიანობის შესახებ ჩვენთან არასდროს საუბრობდა. ძალიან მორიდებული იყო ლაურა, ვიცოდით, რომ სხვადასხვა ქალაქში ჰქონდათ სახლი და იქაც დადიოდნენ ზაფხულში დასასვენებლად. ბოდრუმში ზაფხულობით მიდიოდნენ ხოლმე.

არ ვიცი, გული ცუდს უგრძნობდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, ამბობდა, წასვლა ძალიან მეზარებაო, მე გავამხნევე, დაისვენებ სასტუმროში-მეთქი. მერე, 19 იანვარს, ნათლისღებას, დილის 11 საათი რომ დაიწყო და გზიდან ვიდეო გამომიგზავნა, ბავშვი ამბობს ვიდეოში, რომ მიდიან დასასვენებლად.

ორშაბათსაც დავურეკე, მითხრა, ახლა ბავშვებს ვაცმევ ტანსაცმელს, გარეთ გავდივართ და მერე დაგირეკავო. 5 საათისთვის დაურეკავს, მაგრამ ზარი მე არ გამიგია, მეორე დილით “ფეისბუქით” გავიგე, რომ თურქეთში სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი. ცუდად მომხვდა ეს ინფორმაცია. ორშაბათს რომ დაიძინეს, ვეღარ ადგნენ, გამთენიას, 3-4 საათზეა ხანძარი გაჩენილი და ოთხივე დაიღუპა, ჩემი და და დედა, თავის ორ შვილთან ერთად.

ბოლო დროს დეფნე ქმართან გაშორებული იყო, ქმარი ცალკე ცხოვრობდა სტამბოლში, თუმცა შვილებზე მზრუნველი, ძალიან კარგი მამა იყო. დასასვენებლად წასვლამდე ბავშვები ხუთშაბათს მამასთან ერთად იყვნენ, პარასკევს მოიყვანა სახლში და კვირას კი წავიდნენ. მასაც უთქვამს ჩემი დისთვის, რა კარგია, რომ მიდიხარო და ლაურას იგივე უთქვამს მისთვისაც – მეზარება წასვლაო…

ძალიან კარგი ოჯახი იყო. სამშაბათს დილას რომ გავიგე, სასტუმრო დაიწვაო, მოსვენება დავკარგე. სახელიც არ ვიცოდი, რომელ ქალაქში მიდიოდნენ და რომელ სასტუმროში, მაგრამ ძალიან ვინერვიულე, რატომ არ ვკითხე-მეთქი. დავიწყე ჩემი დის ძებნა, ვურეკავდი მესენჯერში, ასე ვკონტაქტობდით ხოლმე და ვერ ვუკავშირდებოდი. არც აქტივობები ჩანდა სოციალურ ქსელში, არადა, აქტიური იყო ხოლმე, ძალიან უყვარდა ბავშვების ფოტოების და ვიდეოების დადება. ცუდად მენიშნა, მესიჯიც მივწერე, შენთან ხომ მშვიდობაა-მეთქი, ინტერნეტი გამორთული იყო. ჩემს დისშვილს დავურეკე, დედა ხომ არ გამოჩენილა-მეთქი, არ ვუთხარი, არ შევაშინე, მერე ვრეკავდი ჩემი დის ტელეფონის ნომერზე, მაგრამ უშედეგოდ, სოციალური ქსელით მივაგენით დეფნეს დეიდაშვილს, მან უკვე ოთხშაბათს გვითხრა, რომ ოთხივე გარდაცვლილი იყო.

მაინც არ ვუშვებდი ამას, რადგან ჩემმა რძალმა ანკარის საელჩოში დარეკა და იქ გვეუბნებოდნენ გარდაცვლილებს შორის ქართველი არ არისო. ასეთ დროს რაღაცას ებღაუჭები და არ უშვებ, რომ ასეა. მერე ბებიასაც დავურეკეთ და მანაც გვითხრა ოთხივე დავკარგეთო. დეფნეს ქალიშვილები 6 და 9 წლისები იყვნენ. ბებიამ გვითხრა ლაურა უაღრესად კარგი ადამიანი იყო, ჩვენთვის ძალიან ძვირფასიო.მალე ჩამოგვისვენეს საქართველოში, პარასკევს, გამთენიისას და უკვე დავკრძალეთ. ჩემი და, დეფნე და მისი პატარა გოგონა გაგუდულები იყვნენ, უფროსი გოგონა სულ დაიწვა.როგორც ჩანს, ბავშვს გაეღვიძა და ესენი რომ გაგუდული დახვდა, გამოაღო კარი და დერეფანში დაიწვა.მამის დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს უფროსი ქალიშვილი. საშინელი ტრაგედიაა. ფხიზელი ძილი იცოდა ლაურამ, არ ვიცი, რა მოხდა იქ, რატომ ვერ გაიგეს. დედა და შვილები თურქეთში პარასკევს დაკრძალეს, ჩვენ ლაურა კვირას დავასაფლავეთ. ოთხივეს ვტიროდი. ძალიან დიდი ტრაგედიაა, 57 წლის საღ-სალამათი, ჯანმრთელი იყო ჩემი და, 5 თებერვალს გახდებოდა 58 წლის.

ძალიან კეთილი ლაურა აღარ გვყავს, იშვიათია მისნაირი ადამიანი – თვითონ უჭირდეს და სხვებისთვის ასე ზრუნავდეს. გაგიჟებულები ვართ ყველანი, ისეთი თავზარი დაგვეცა, ისე გვტკივა გული და სული. ჩემი და სიკეთის განსახიერება იყო. ყველას ეხმარებოდა, თუნდაც ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, მისი შვილებისთვის რამდენ რამეს აკეთებდა. ძალიან ენატრებოდა ყველა. ხშირად ვერ ჩამოდიოდა.

ბოლოს, ორი წლის წინ იყო საქართველოში, მაშინ სიურპრიზი მომიწყო. დიდი ხნის უნახავი მყავდა და მოულოდნელად ზაფხულში ჩამოვიდა. ერთი კვირით გამოუშვეს, დამაფინანსეს და მითხრეს, წადი შენს შვილებთან და შვილიშვილებთანო. ძალიან მონატრებული იყო აქაურობას.

ახლა, აპრილში აპირებდნენ ყველანი ერთად ეგვიპტეში წასვლას, ლაურაც მიჰყავდათ და მერე იქიდან დაბრუნებულები საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ სტუმრად. ქალიშვილისთვის უთქვამს, უნდა ვაჩვენო, როგორი მასპინძლობა ვიცით ქართველებმაო.

უყვარდა სიურპრიზების მოწყობა. ოქტომბერში მაქვს დაბადების დღე და სექტემბერში გამომიგზავნა საჩუქარი, ვერ ვითმენო. ძალიან მზრუნველი იყო, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან მიმძიმს მასზე წასულში საუბარი. ამაზე მძიმე ტრაგედია რა უნდა იყოს. ოჯახის წევრის დაკარგვა ძალიან მტკივნეულია.

ნათლისღებას ეკლესიაში წავედი, გზაზე რომ იყო, სანთელი დავუნთე, სულ მედარდებოდა ჩემი დედმამიშვილი, მშვიდობიანად იმგზავრებს-მეთქი, კარგად ჩავიდნენ, მაგრამ… სამშაბათს გამთენიას ეს ტრაგედია დატრიალდა. ცხედარი გადარჩა.

“ტიკტოკზე” ვნახეთ ბავშვების მამის უმძიმესი ინტერვიუ, სადაც საუბრობს, რომ ოჯახი დაკარგა. ხუთშაბათს ბავშვები ჩემთან მყავდა და მეუბნებოდნენ მსოფლიოში საუკეთესო მამა ხარო, როგორც კი გავიგე ეს ამბავი, წავედი მოსაძებნადო…

ბევრი გვისამძიმრებს და თანაგვიგრძნობს. ძალიან მძიმეა ეს ჩვენთვის. მადლობა, რომ თანაგვიგრძნობთ, გაგიჟებულია ყველა, ვინც იცნობდა ლაურას. ამაზე უწყინარი ადამიანი არ მეგულება. ეს იყო სასწაულად კეთილი, უბოროტო გოგო. ოღონდ ვინმესთვის სიკეთე გაეკეთებინა, ოღონდ სხვა გაეხარებინა… უკვე რომ შეიძლებოდა ცოტა ამოესუნთქა, ამ დროს დაგვატყდა ეს ტრაგედია. ძალიან მიჭირს, მტერს არ ვუსურვებთ იმას, რაც ჩვენ ახლა გვჭირს.

 

გაზიარება294

დაკავშირებული -პოსტები

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"