ირანში, ქერმანშაჰის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ქერმანშაჰის პროვინციაში მდებარე ქალაქი კასრ-ე შირინი იყო, ადგილობრივი დროით 04:32 წუთზე დაფიქსირდა.
პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.