შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ. – ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. საპროცესო შეთანხმების ფაქტს, ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ადასტურებს. ადვოკატის ინფორმაციით, ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა დედაქალაქში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს. თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები საბურავებს, ელექტრო სადენებსა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა...
წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება. მისივე თქმით,...
შიო, იობი თუ გრიგოლი - ვინ გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი? - მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც კენჭისყრა უნდა შედგეს, 3 საათში დაიწყება. სამებაში შეხვედრას 1 200-მდე პირი დაესწრება, თუმცა...
ვერძი - დღე ენერგიული და მოქმედებისთვის ხელსაყრელი იქნება. შეიძლება მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. პირად ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინეთ — ზედმეტი პირდაპირობა კამათს გამოიწვევს. კურო - სიმშვიდისა და...
საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით დღეს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:...