დღეს, 24 იანვარს გელათის მონასტერს ირაკლი კობახიძე ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს:
გელათში,
დაკეტილი მონასტრის გალავნის მიღმა დილით უპერსპექტივო ფაცი-ფუცი შეინიშნებოდა.
ქუთაისისკენ დაბრუნებისას, ძალოვანი სტრუქტურის რამდენიმე ავტომობილი შემოგვხვდა და ორი მათგანი უცნაურად და სასაცილოდ დაადგა ჩვენს კვალს ფოტო- ვიდეო კადრების ათვისების და ქალაქში მშვიდად შეცილების მოტივით.
ბლომად მასალა შეუგროვდათ ))
ბოლოს საწინააღმდეგოდ მოძრავი ესკორტი გამოჩნდა, რაც მინიმუმ რომელიმე მინისტრის გელათში ასვლას ნიშნავდა, რაც უიშვიათესი და თითქმის არნახული ამბავია.
ქუთაისში მოსული გელათისკენ შევბრუნდით.
ვიდრე, 2005 წელს დაბადებული ტოიოტათი, 2024 იანი, ბიუჯეტის ფულით დილიხორზე ნაყიდი ლენდ კრუიზერით ნაფრენ გზას გავივლიდით, ნასწავლი საზოგადოება უკვე შეზღუდული საპარკინგე ზონიდან 200 მეტრში კარიბჭეს იყო მიმდგარი.
დავითის საკურთხეველში ბრუნავდა,
მისი გარდაცვალების 900 წლის თავზე კობახიძე ყავდა სტუმრად.
მაგათ ყველას ბიძინაც ვერ ცნობს, თუმცა დაცვამ გვითხრა, რომ კულტურის მინისტრიც ადგილზე იყო და სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის მერვე ბურჯი- დასანქცირებული ქარსელაძე თავად შევნიშნე.
პერიმეტრი ჩვენთვის დაიკეტა, იმ ხალხის გამო, რომელთა ნაწილი გასული 4 წლის კიარა, საერთოდ პირველად იყვნენ გელათში ცხოვრების მანძილზე.
2024 წლის 8 თებერვალს უფლებამოსილების ცნობის დღეს კობახიძემ პირობა დადო გელათს ეწვეოდა და აგერ ერთი წლის თავზე მოახერხა მოსვლა ))
პროპაგანდვიზიები არ ჩანდნენ, საინტერესოა რას ეტყვის საზოგადოებას.
აქამდე სად იყო?
ან,
ახლა რომ მივიდა, რა ჯიღა დაადგა?! – წერს თორნიკე .
ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევროს ნაცვლად 120 000 ევრო შეცდომით გადასცა - მათ ფული უკან დააბრუნეს: "12 000 ევრო მოვითხოვეთ, რომ ბანკში მოეცათ. დაგვითვალეს და გამოგვატანეს.მთელი...
"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...
"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...
პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...
საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...
უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...
როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...
ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...