თავისუფლება სინდისის პატიმრებს! – პროტესტის 58-ე დღეს ქუთაისში მარში გაიმართება.
მოქალაქეები მერიის წინ 19:00 საათზე შეიკრიბებიან და მარშით სამმართველოსთან გადაინაცვლებენ.
მოქალაქეები აქციების დროს უკანონოდ დაკავებული 53 ადამიანის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
საპროტესტო მარში დაგეგმილია სხვა ქალაქში. დაკავებულების მხარდამჭერი მარში ყოველ პარასკევს გაიმართება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერის შემდეგ იმართება, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერეს. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აქციებზე მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ და ათობით მოქალაქე დააკავეს. სასამართლო დაკავებულებს პატიმრობასა და სხვადასხვა ოდენობით ჯარიმას აკისრებს. დღემდე არავინ არის დაკავებული საპოლიციო ძალდების მხრიდან ძალის გადამეტებისთვის.