სიმპტომი, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, გვხვდება ბევრი პათოლოგიის დროს და ის არ არის სპეციფიკური.
თუ თქვენ გადახედეთ ცხოვრების წესს (დაიწყეთ მეტი დასვენება, ნაკლები მუშაობა და მოიწესრიგეთ ძილი), მაგრამ დაღლილობის გრძნობა არ გაქრა, მიზეზების გასარკვევად უნდა მიმართოთ ექიმს.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს შემდეგი ანალიზები:
1.სისხლის საერთო ანალიზი. ის აჩვენებს ჰემოგლობინის და სისხლის სხვა კომპონენტების დონეს – და მათ თანაფარდობას. სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტები) და/ან ჰემოგლობინის დონის დაქვეითების, ანემიის დროს, დაღლილობა და სისუსტე საკმაოდ გამოხატული იქნება.
2. რკინა, ფერიტინი. თუ ჰემოგლობინი ნორმალურია, ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმში საკმარისი რკინაა. ისეთი მაჩვენებლების განსაზღვრა, როგორიცაა რკინა და ფერიტინი, დაგეხმარებათ რკინის ფარული დეფიციტის დიაგნოსტირებაში.
3. ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH). ჰორმონი, რომელიც სინთეზირდება ჰიპოფიზის ჯირკვალში და არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. დაღლილობა ხშირად ჩნდება, როდესაც ამ ჰორმონის დონე იზრდება… განაგრძეთ კითხვა










