LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს – გიორგი ახობაძე

შენ გთვლი მკვლელად! – გიორგი ახობაძე პროკურორს

დაპოსტა 2025/01/23-ში
A A
95
ნახვა
გაზიარება

შენ გთვლი მკვლელად! – თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა, – ასე მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს სასამართლო სხდომაზე.

ახობაძის თქმით, მას ჰყავდა მძიმედ ავადმყოფი დედა, რომელთანაც სიცოცხლის ბოლო წუთებში გატარების საშუალება არ მიეცა.

მისივე თქმით, დედამისი იყო პალიატიური პაციენტი, რომელსაც თავად უვლიდა.

„ორად ორი კონტაქტი ჰყავდა ასეთ პაციენტს. ასეთ პაციენტები არიან მოწყვლადი ნებისმიერი დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ. ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება. აი, მხოლოდ ამ მომენტამდე ითვლებით თქვენი გადაწყვეტილებით და მოთხოვნილი აღკვეთი ღონისძიების გამო მკვლელად. იძულებული გავხდით, რომ დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას. მართალია ის ჰოსპიტალია, მაგრამ მე ჩემი კომპეტენციებიდან გამომდინარე, მისთვის პირობები სახლში მქონდა შექმნილი. ჰოსპიტალში ექთნების ხუთი ცვლა მუშაობს, ხუთი ცვლა მუშაობს ექიმების, ასევე, ადმინისტრატორები, რეგისტრატორები, რომლებიც მოდიან პაციენტის სანახავად – თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილობის რისკი.

თქვენგან განსხვავებით მე სიმართლის და სამართლის მხარეს ვარ და არ ვიკადრებ იმას, რომ ის დაგაბრალოთ რაც არ გეკუთვნით”,- განაცხადა ახობაძემ.

მისი თქმით, არ მიეცა საშუალება დედისთვის მიეხედა

“არ მომეცით საშუალება მიმეხედა დედაჩემისთვის. მათ შორის არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ჩემს ყველა პაციენტს აქვს გავლილი ჩემი პრაქტიკის მანძილზე. არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს სცდება და შეიძლება ჩემმა კოლეგებმა ზოგ შემთხვევაში ეს “წყლის ნაყვად” შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის ნაცვლად ორი საათი არ შევწყვიტე მათი გადაუდებელი დახმარება. ასეთი კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დადიან, პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც დღეს თინეიჯერები არიან და თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი და საერთოდ უსისხლო, უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტის მიმართ ზუსტად ის ნაბიჯები გადამედგა, რომელიც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული. ეს, ამიერიდანაც ასე იქნება, ასეთი შინაგანი რწმენით ვმუშაობ მე და ასეთი შინაგანი რწმენით ვარ ექიმი.

დავესესხები ჯორჯ ორუელს, რომ “მოსიარულე ფონოგრამას” ვუსმენთ ჩვენ ახლა აქ და არა პროკურორს, რომელიც სახელმწიფოს, კანონს და სამართალს უნდა წარმოადგენდეს. თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა. მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო, თქვენ დედა გყავთ, მას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ დედას, რომ აი, ასეთი კაცი, როგორზეც მე აქამდე ვილაპარაკე, როგორ შეაფასებდა ამ კაცის, როგორც პიროვნებას? უბრალოდ მაინტერესებს. ეს არ მინდა აღიქვათ, როგორც თქვენზე გაბრაზებული ადამიანის სიტყვა. თქვენ მთელი კარიერა წინ გაქვთ, ახალგაზრდა ადამიანი ხართ და მინდა, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები, თქვენ და მე ისე თანავცხოვრობდეთ, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ, ხანდახან გავცდეთ იმ ჩარჩოებს, რომელშიც ვიღაც ზემდგომები, ვაჟა ზაზაევიჩი და ვიღაცები გვაქცევენ. პასუხს რომ გაგცემთ თქვენი მშობელი, რა კაცია ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანთან, მერე სარკეში ჩაიხედეთ და უბრალოდ ეცადეთ, რომ ეგეთი ადამიანი მეორეჯერ ან უფრო მეტჯერ თქვენი კარიერის მანძილზე არასდროს დაგენახოთ. ამას გისურვებთ. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით და მართლა კეთილი სურვილით მინდა გისურვოთ, რომ ისე გაგეგრძელებინოთ კარიერა, ასეთი ადამიანი, რომელზეც ახლა მე ვლაპარაკობდი სარკეში აღარასდროს დაგენახოთ. ამას მე მართლა, როგორც მეგობარი და კეთილისმსურველი, ისე გისურვებთ, თორემ ჩემზე კარგად იცით, თქვენ ამ წუთას, რა სიბინძურეში გაყენებენ თქვენი ზემდგომები, ვიღაც ვაჟა ზაზაევიჩი”, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

ლოცვა,რომელიც გიორგობას უნდა წავიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს
მთავარი

6 მაისი მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანის, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა. ტროპარი ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო...

დაწვრილებითDetails

6 მაის მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მთავარი

6 მაისი მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანის, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა. გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში დაიბადა.  იგი რომის  იმპერატორის, დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო. კერპთაყვანისმცემელმა...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 მაისს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6892, ევრო – 3.1431, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6420 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

“ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
მთავარი

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. რუსთავი 2-ის ინფორმაციითვე, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა....

დაწვრილებითDetails

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება-ჯანდაცვის სამინისტრო

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
2 დეკემბერს, გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელი – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. „მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო...

დაწვრილებითDetails

ჯაშუშობის ბრალდებით, საჯარო მოხელე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს...

დაწვრილებითDetails

აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში
მთავარი

აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 4 -9 მაის. მსოფლიოს 2გზისა (ვერცხლი;ბრინჯაო) და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის სახელობის ტურნირი მე-15-ედ ჩატარდება! ქუთაისის საკრივო სკოლას მრავალი გამორჩეული სპორტსმენი...

დაწვრილებითDetails

“საბჭოური დეზინფორმაციაა, რასაც ევროპარლამენტის წარმომადგენლობა ავრცელებს”- კობახიძე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და მისი კოლეგები საკუთარი საბჭოთა წარსულისგან ვერ გათავისუფლდნენ - საბჭოური დეზინფორმაციაა ის, რასაც ევროპარლამენტის წარმომადგენლობა ავრცელებს, - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ...

დაწვრილებითDetails

“ტრაგედია კლასელების შეკრების დროს”- ბათუმში მამაკაცი 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
“ტრაგედია კლასელების შეკრების დროს”- ბათუმში მამაკაცი 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
მთავარი

ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის 43-ე სარ­თუ­ლი­დან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ“ გა­ავ­რცე­ლა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"