“ეს როდემდე იქნება ასე ნეტა?! შესაბამისმა სამსახურებმა დადო რაიმე დასკვნაა?თუ ველოდებით მეწყერს და უბედურებას, უი უი რომ ვიძახოთ?!” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან ფოტოს აქვეყნებს, სადაც ერთი თვის წინ მეწყრული პროცესი განვითარდა.

18 დეკემბერს, ინტენსიურად მოსულმა ნალექის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, დაიტბორა საავტომობილო გზა და სასტუმრო ” მაგნოლია”. შეზღუდული იყო მოძრაობა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და “სპეციალური სერვისების ” წარმომადგენლები მუშაობნენ.









