LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელიც პროფესიები იქნება 2040 წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი

დაპოსტა 2025/01/21-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა იგეგმება. 2024 წლის 17 სექტემბერს პარლამენტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში ბაზის შექმნა 2025 წლის 1-ლი იანვრიდან იყო დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილ ცვლილებებს კანონის სახე ჯერ არ მიუღია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაზის შესაქმნელად რამდენიმე ტენდერი უშედეგოდ გამოაცხადა. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.

შსს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ტენდერებს 12 ივნისს, 11 და 16 სექტემბერს გამოცხადდა (მაშინ, როცა კანონპროექტი არათუ კანონის სახით, არამედ პირველი მოსმენითაც კი არ არის მიღებული). სამივე ტენდერი სხვადასხვა მიზეზით გასაჩივრდა, საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შესყიდვა შეწყდა.

ამის შემდეგ, უკვე ნოემბერში უწყებამ მოითხოვა გამარტივებული შესყიდვა, რაც ასევე გასაჩივრდა, საჩივარი ამ შემთხვევაშიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პროცედურები კვლავაც შეწყდა, დავების განხილვის საბჭომ კი რამდენიმე საკითხის დაზუსტების რეკომენდაცია გასცა. შსს-მ გამარტივებული შესყიდვა კიდევ ერთხელ, 24 დეკემბერს მოითხოვა.

რატომ შეწყდა ტენდერები?

12 ივნისს (NAT240011586) შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს ტენდერს, მასკანირებელი მიკროსკოპის (თანმდევი მომსახურებით – ინსტალაცია/ტრენინგი) შეძენის მიზნით, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 490 000 ლარს შეადგენს. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ softmaster-მა მიიღო. მათ პროდუქციის მიწოდების ღირებულებად 1 390 000 ლარი დაასახელა. შსს-მ ტენდერი შეწყვიტა.

Softmaster-მა სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. (DET240018367_02) საჩივარში კომპანია მიუთითებს, რომ სარჩელის შეტანამდე შსს-თან არაერთი კომუნიკაციის მცდელობის მიუხედავად, „ტენდერის შეწყვეტის კონკრეტული მიზეზი ვერ დადგინდა“. ირკვევა, რომ სამინისტრომ საჩივრის განხილვის ეტაპზე ტენდერის შეწყვეტის მიზეზად დაასახელა ის, რომ მიკროსკოპის კამერაში ნიმუშის დასამაგრებელი ე.წ. ქინძისთავის ზედაპირის დიამეტრი 12.5 მმ. უნდა ყოფილიყო და თავად 12 მმ. არასწორად მოითხოვა.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯერ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შემდეგ იქნა მოფიქრებული შეწყვეტის მიზეზი“, – წერს მომჩივანი.

Softmaster-ი გერმანული Carl Zeiss Microscopy GmbH-ის ფირმის მიკროსკოპის მიწოდებას აპირებდა. საჩივარში „სოფმასტერმა“ წარმოადგინა მწარმოებლის წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ „12მმ დიამეტრის მქონე ქინძისთავის გამოყენება არანაირ ეფექტს არ ახდენს კვლევის შედეგებზე“.

დავების განხილვის საბჭომ აღნიშნული სარჩელიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტენდერი შეწყვიტა.

 

მოგვიანებით, 11 სექტემბერს (NAT240018367) შსს-მ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. ამ შემთხვევაში უწყება დნმ-ის ლაბორატორიის რეაგენტებისა და სახარჯი მასალის შესყიდვას ცდილობდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 745 416 ლარს შეადგენდა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ფორჯენიქსმა“.

სატენდერო პირობები შპს EMD Group-ის მიერ გასაჩივრდა (DET240018367_01). საჩივრის ერთი ნაწილი CPV კოდებს უკავშირდებოდა, კერძოდ, EMD GROUP-ის დირექტორი, დავით თევდორაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დამტკიცებული აქვს CPV კლასიფიკატორების შესახებ ბრძანება, რომლის მიხედვითაც აბსოლუტურად განსხვავებული მომსახურების ერთი ტენდერის ქვეშ გაერთიანება დაუშვებელია. მისივე თქმით, შსს-ს ტენდერი სხვადასხვა სახის საქონელსა და მომსახურებაზე ჰქონდა გამოცხადებული, „არსებობს გამონაკლისი, მაგრამ ეს გამონაკლისი არ იყო სახეზე“.

საჩივრის მეორე ნაწილი უკავშირდებოდა MAF-ს (მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმას), რომელიც გაცემული იყო ერთ კომპანიაზე – „ეი-ბი ემ“-ზე, რომელსაც შსს-ს მიერ მოთხოვნილი THERMO FISHER-ის აპარატურის მიწოდება უნდა უზრუნველეყო. თევდორაშვილის თქმით, სამინისტრომ MAF-ის მოთხოვნით „ჩაკეტა ტენდერი და მოარგო ერთ კომპანიას“.

„სარჩელში მითითებული მაქვს ბოლო 5 ტენდერი, სადაც THERMO FISHER-ის პროდუქცია მიწოდებული მაქვს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციისთვის. პრობლემა არის MAF-ის წარმოდგენა, რადგან ის ერთ კომპანიაზეა გაცემული. შეგვიძლია, რომ ეს მომსახურება შევთავაზოთ შსს-ს, მაგრამ ვერ შევდივართ ტენდერში იმ მიზეზით, რომ MAF-ია მოთხოვნილი და ის ერთ კომპანიაზეა გაცემული“, – აღნიშნავს დავით თევდორაშვილი.

დავების განხილვის საბჭოს 2 ოქტომბრის ოქმის თანახმად, 25 სექტემბერს შსს-ს მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ MAF-ის მოთხოვნის გაუქმებას არ აპირებენ. საბჭომ განიხილა წარდგენილი საჩივარი, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

 

მესამე ელექტრონული ტენდერი (NAT240018637) შსს-მ 16 სექტემბერს გამოაცხადა. ამ შემთხვევაში სამინისტრო დნმ ლაბორატორიის წარმადობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა სახის მოწყობილობების შესყიდვას აპირებდა. სავარაუდო ღირებულება 3 534 395 ლარს შეადგენდა. ტენდერში მონაწილეობა ისევ ერთმა კომპანიამ – შპს „ფორჯენიქსმა“ მიიღო.

შესყიდვა ამჯერად „ტრეზორი შპს მოლეკულური მედიცინის კვლევითი ცენტრი – პრაიმაქსის“ (DET240018637_01) მიერ გასაჩივრდა. მომჩივანი სადავოდ ხდიდა როგორც CPV კლასიფიკატორებს, ასევე MAF-ის ნაწილს.

BPN-თან საუბრისას თევდორაშვილი აღნიშნავს, რომ ტენდერით გათვალისწინებული იყო პროგრამული შესყიდვა, ტრენინგები, ახალი აპარატურა და ა.შ. მისი თქმით, კომპიუტერები, რომლისთვისაც პროგრამული უზრუნველყოფა უნდა გაეწიათ, სამინისტროს უკვე შეძენილი ჰქონდა. თევდორაშვილი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ასეთ შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებაზე ტენდერში ის კომპანია შევიდოდა, რომლისგანაც კომპიუტერები ჰქონდათ შესყიდული.

„ბუნებრივია, რომ ამ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება უნდა შეესყიდათ იმ კომპანიისგან, რომლისგანაც აქვთ საკუთრებაში არსებული აპარატურა – ამას არ ვხდიდით სადავოდ, სადავოდ ვხდიდით იმას, რომ ასეთი სახის საქონლის შეძენა ვერ მოხდებოდა ახალ აპარატურასა და პლუს ტრენინგთან ერთად. ეს ნიშნავდა იმას, რომ ტენდერში შევიდოდა ის კომპანია, რომლისგანაც შსს-ს უკვე შეძენილი აქვთ კომპიუტერები“, – ამბობს მოსარჩელე.

დავების განხილვის საბჭოს 12 ნოემბერს ოქმში ვკითხულობთ, რომ სატენდერო პირობების დისკრიმინაციულობა ვერ დადგინდა. თუმცა, „სატენდერო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემყარება მყარ არგუმენტებს, მოქმედი კანონმდებლობა პრეტენდენტს საშუალებას აძლევს თუნდაც უსაფუძვლოდ გაასაჩივროს ტენდერი შეუზღუდავად, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რის გამოც შესაძლებელია სატენდერო პროცედურები გაგრძელდეს უსასრულოდ“. აქედან გამომდინარე, საბჭომ შესყიდვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ორგზის გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვა

შეწყვეტილი ტენდერების შემდეგ შსს-მ ნოემბერში 17 745 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა ითხოვა. უწყება ყიდულობდა მასკანირებელ მიკროსკოპს, დნმ ლაბორატორიის წარმადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სახის მოწყობილობას, დნმ ლაბორატორიის რეაგენტებსა და სახარჯი მასალას. გამოდის, რომ სამინისტრომ იქამდე სამ ლოტად გამოცხადებული ტენდერები გამარტივებული შესყიდვის ქვეშ გააერთიანა.

შესყიდვა EMD Group-მა და Softmaster-მა კვლავ გაასაჩივრეს. ამ შემთხვევაში მხარეები უკვე სადავოდ ხდიდნენ რიგ საკითხებს, მათ შორის, პროექტის დაფინანსების წყაროსა და შესყიდვის კანონიერებას. ამასთანავე, მომჩივნები უთითებდნენ, რჩებათ შთაბეჭდილება, რომ „სამინისტრო შესყიდვის პირობების ერთ კომპანიაზე მორგებას ცდილობს“.

„გადაუდებელი შესყიდვის დოკუმენტებში პირდაპირ უწერიათ, რომ „თერმო ფიშერი“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ სახის პროდუქციას აწარმოებსო, რაც არ არის სწორი. შსს წერს, რომ „თერმო ფიშერი“ უნდა – პირდაპირ ბრენდი აქვთ მითითებული, მაგრამ რატომ უნდათ „თერმო ფიშერი“ ვერ ასაბუთებს. შესყიდვის კანონიერებასა და გამჭვირვალობაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. პირდაპირ ვამბობ, ეს 17 მილიონი შესყიდვა ემსახურება ერთი კომპანიის ინტერესებს – „ეი-ბი ემის“. ამ კომპანიის დირექტორი არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი“, – აცხადებს თევდორაშვილი.

Softmaster-ის სარჩელში, რომელსაც შსს-მ მიკროსკოპის შესყიდვის ტენდერი შეუწყვიტა, ვკითხულობთ, რომ „შსს-მ დაუსაბუთებელი/არასამართლიანი გადაწყვეტილებებით გამოიწვია ტენდერების გაჭიანურება და შემდეგ ამ მიზეზით გამარტივებული შესყიდვის განხორციელების დასაბუთებას ცდილობს, რეალურად კი რჩება შთაბეჭდილება, რომ ტენდერების შეწყვეტა გამოიწვია შემსყიდველისთვის არასასურველი პრეტენდენტების გამოჩენამ და იმ პერსპექტივის დანახვამ, რომ ხელშეკრულება მათთან უნდა გაფორმებულიყო“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხარეებისთვის სადავო იყო შესყიდვის კანონიერება. კერძოდ, კანონპროექტს კანონის სახე ამ დრომდე არ მიუღია. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში შესაძლოა, ცვლილებების შევიდეს. ამასთანავე, შესყიდვის მიმდინარეობის პროცესში არ არსებობდა გარანტია, რომ კანონპროექტი კანონის ძალას შეიძენს. აღნიშნული დასტურდება დავების განხილვის საბჭოს კიდევ ერთი ოქმით:

„კანონის მიღება განეკუთვნება პარლამენტის კომპეტენციას, შესაბამისად, სრულფასოვანი ინფორმაცია თუ როდის და რამდენად დამტკიცდება კონკრეტულ კანონპროექტი კანონის სახით, ვერც მომჩივან ორგანიზაციას, ვერც შემსყიდველ ორგანიზაციას და ვერც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს ვერ ექნება. საბჭო ვერ დაეყრდნობა შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიციას, როგორც კანონის მიღებით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას“, – აღნიშნულია დავების საბჭოს DET240002801_02 გადაწყვეტილებაში.

გარდა ამისა, სადავოა იმ თანხის (17 მლნ ლარზე მეტი) საკითხიც, რაც ბაზის შექმნისთვის არის გამოყოფილი. NAT240011586 ტენდერის მე-8 ოქმში მითითებულია, რომ მომსახურების „მიწოდების ვადა შეადგენს 190 დღეს, ხოლო დაფინანსების წყაროდ მითითებულია 2024 წელი. სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემდეგ, ვინაიდან ნათელი გახდა, რომ შესყიდვის განხორციელება ვერ ესწრებოდა 2024 წელს, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებული სახსრები მიმართული იქნა სხვა პროექტების დასაფინანსებლად. შესაბამისად, აუცილებელია შესყიდვის პროცესის თავიდან დაწყების შემთხვევაში განისაზღვროს, რომ ანაზღაურება მოხდება 2025 წლის საბიუჯეტო სახსრებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაგრძელდება სატენდერო პროცედურები და გამარჯვებული პრეტენდენტი მოახერხებს ბევრად ნაკლებ ვადაში საქონლის მოწოდებას (190 დღის ნაცვლად 40 დღეზე ნაკლებ პერიოდში), შესაბამისი ფინანსური რესურსის უქონლობის გამო, მაინც ვერ მოხდება თანხების ანაზღაურება, არსებული კანონმდებლობის და გაწერილი პროცედურების გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ ეტაპზე დაფინანსების წყაროს ცვლილება შეუძლებელია“.

საბჭომ მხარეების სარჩელი კვლავაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურები შეწყდა.

მას შემდეგ, რაც სამი ტენდერი და გამარტივებული შესყიდვის პროცედურა არ შედგა, შსს-მ გამარტივებული შესყიდვა კიდევ ერთხელ მოითხოვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე შესყიდვა 24 დეკემბერს გამოცხადდა. ამ ეტაპზე მხოლოდ განაცხადია გამოქვეყნებული, განხილვის პროცედურები ჯერჯერობით არ დაწყებულა. სამინისტრომ წინა გამარტივებულ შესყიდვაში წარდგენილი დოკუმენტები, მიუხედავად დავების საბჭოს გადაწყვეტილებისა, პრაქტიკულად, იგივე დატოვა. შესყიდვა EMD Group-მა ისევ გაასაჩივრა. საჩივარში ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ დნმ-ის ბაზა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ვერ ამოქმედდა და კანონპროექტად დარჩა. ამასთანავე, ისევ და ისევ, EMD Group-ი მიუთითებდა იმ დარღვევებზე, რაზეც განაგრძეთ კითხვა

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები სტაბილურად მაღალია. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 465 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.27%-იან კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 ივნისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, დამატებით რეისები 16 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით:...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6638, ევრო – 3.1012, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5900 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მამაკაცმა მოზარდი სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა ჰქონდა გადაწყვეტილი – რა მოხდა რუსთავში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მამაკაცმა მოზარდი სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა ჰქონდა გადაწყვეტილი - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  

დაწვრილებითDetails

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
მთავარი

ანა ჯაფარიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა რომში გამართულ გრან პრიზე პარა ტაეკვონდოში პირველობა არავის დაუთმო. ანამ K44, - 52 კგ. კატეგორიის ფინალში თურქი მურიემ ბელუთი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა....

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის მიერ ძებნილი ქალი, რომელიც საქართველოში დააკავეს, რუსეთის მოქალაქეა – რა კითხვები აქვთ ქალის წინააღმდეგ ამერიკაში

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მთავარი

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს­თან (FBI) ორ­მხრი­ვი...

დაწვრილებითDetails

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას tvpirveli.ge-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახლობლები კორპუსში, სადაც გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა
მთავარი

ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იგორ ასკაროვი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ ის ძალადობასა და წამებაში ჯერ ოზურგეთის პოლიციასა და პროკურატურას, მოგვიანებით...

დაწვრილებითDetails

სიმართლე უნდა ითქვას – ყველანი ნასვამები ყოფილან – რას ჰყვება ადგილობრივი ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
კაცი ადგილზე გარდაიცვალა,ბათუმში მანქანა ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის, 16 წლის გიორგი ხურციძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იმავე დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს საჭესთან მჯდომი გოგონა. დაღუპული არასრულწლოვანი გიორგი ხურციძე ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
გველმა არასრულწლოვანს უკბინა
მთავარი

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  მფაქტი რამდენიმე დღის წინ მეორე საჯარო სკოლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში  მოხდა. როგორც  ცნობილია მასწავლებელს სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"