ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გათავისუფლებულ პალესტინელებს შორისაა 69 ქალი და 21 მოზარდი ბიჭი დასავლეთ სანაპიროდან და იერუსალიმიდან.




- მანამდე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, “ჰამასმა” სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
გათავისუფლებულ მძევლებს – 31 წლის დორონ სტეინბრეჩერს, ბრიტანეთი-ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარის და 24 წლის რომი გონენს – თელ-ავივის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.